დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.144.016079 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/02/2012 - 06/04/2012)
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 7
201 2 წლის 3 თებერვალი
ქ. ქარელი
I-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა, ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით შესაძლებელია ქარელის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
მუხლი 2. ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს.
მუხლი 3. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებულ ტერიტორიაზე საფარი ან/და მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს სამსახურისთვის შეტყობინებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით, არა უმეტეს ათ კალენდარულ დღეში, განხორციელების შესახებ.
მუხლი 4 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე პ . ღვინიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები