„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 18/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016040
  • Word
4
02/02/2012
ვებგვერდი, 09/02/2012
010260020.35.137.016040
„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება № 4

2012 წლის 2 თებერვალი

დ. ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის; „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

1. „ადიგენის მუნიციპალტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში (სსმ V, №12, 16.08.2010.) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:

 „2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

  ა) ადმინისტრაციული სამსახური;

  ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

  გ) ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;

 დ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური;

  ე) კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა  სამსახური;

  ვ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;

  ზ) სახანძრო-სამაშველო სამსახური.“;

 ბ) მე-13 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

31. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სოფლის მეურნეობის დარგში თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავება, მათი განხორციელება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა. საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა. სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის, პირებისთვის მიწოდება. მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში.“.

   2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                             გ. ენდელაძე