დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური |
| მიღების თარიღი | 06/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.19.012.016033 |
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №13
2012 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებაში (სსმ III, 2004, №79, მუხ. 700) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების მე-51 - მე-61 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობმა (ორგანიზატორმა) პირებმა და სამორინეებმა, რომლებიც ფუნქციონირებენ 2012 წლის 8 თებერვლისთვის, 2012 წლის 1 აპრილამდე „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებითა და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულებით დადგენილი წესით, უზრუნველყონ შესაბამისი აღრიცხვის ფორმის წარდგენა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.
6. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირები და სამორინეები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2012 წლის 8 თებერვლიდან შემოსავლების სამსახურში შესაბამისი ნებართვის აღებიდან 10 დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შესაბამისი აღრიცხვის ფორმებს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებითა და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულებით დადგენილი წესით.
61. სამორინეებმა, რომლებიც ფუნქციონირებენ 2012 წლის 8 თებერვლისთვის 2012 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით მათ მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ინსტრუქციების (შიდა კონტროლის წესების) შესაბამისობაში მოყვანა „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების მოთხოვნებთან.“.
2. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების:
ა) მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;“.
ბ) მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;“.
გ) მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;“.
დ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:
„უ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია.“.
ე) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება (მიუხედავად თანხის ოდენობისა), თუ არსებობს ვარაუდი, რომ მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშეწმყობ პირებთან ან/და გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.“.
ვ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებების ვალდებულებები იდენტიფიკაციასა და გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასა და შენახვასთან დაკავშირებით
1. სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია მოახდინოს გარიგების (ოპერაციის) მონაწილე ყველა პირის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც:
ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) ეს გარიგება (ოპერაცია) არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) ჩნდება ეჭვი გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.
2. სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია მოახდინოს გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის ვინ არის გარიგების მონაწილე პირის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები.
3. იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას გაუჩნდება ვარაუდი, რომ თამაშში ან გათამაშებაში მონაწილე რომელიმე პირი შეიძლება ახდენდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ან შეიძლება წარმოადგენდეს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირს, ან თამაშში ან გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ამ პირთა იდენტიფიკაციას ახდენს ფულადი თანხების მიღების დროსაც (თამაშში და გათამაშებაში მონაწილეობისათვის პირის მიერ თანხის გადახდის დროს).
4. სათამაშო ბიზნესის დაწესებულება გარიგების მონაწილე პირის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის გადამოწმებისას შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს პირის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას და მათი ვინაობის გადამოწმებას, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვას და ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, სათამაშო ბიზნესის დაწესებულებამ იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისა და მისი ვინაობის გადამოწმებისათვის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას.
5. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პირის იდენტიფიკაციის მოთხოვნის შესრულებამდე სათამაშო ბიზნესის დაწესებულებებს არა აქვთ უფლება გასცენ მოგება ფულადი ან ნივთობრივი სახით.
7. გარიგების (ოპერაციის) საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, სათამაშო ბიზნესის დაწესებულება არ აჩერებს მომსახურების შესრულებას (გასცემს მოგებულ თანხას ან ნივთს), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ სათამაშო ბიზნესის დაწესებულებასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის (კლიენტის) იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე უარის არსებობისას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.
9. იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა პირის შემდეგი მონაცემები:
ა) სახელი, გვარი;
ბ) მოქალაქეობა;
გ) დაბადების თარიღი;
დ) მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი;
ე) პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;
ვ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი.
10. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;
ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს.
11. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები ვალდებულნი არიან აღრიცხონ ამ დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად გარიგების (ოპერაციის) შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები):
ა) გარიგების (ოპერაციის) სახე (ანუ რა სახის გარიგებასთან გვაქვს საქმე – მაგ., ხდება მოგებული თანხის გაცემა ან ფულადი თანხის მიღება გათამაშებაში მონაწილეობის მიზნით);
ბ) გარიგების (ოპერაციის) დადების თარიღი, მოგებული თანხის ოდენობა და ვალუტა, ნივთმოგების შესაბამისი თანხის ოდენობა ან მოგებული ნივთის სრული აღწერა;
გ) გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის, იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება და იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას.
12. სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი პირების (კლიენტის) იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის ან გარიგების გათვალისწინებით. სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები. შესაბამისი კლიენტისათვის მაღალი რისკის კატეგორიის მიკუთვნების შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესის დაწესებულება უფლებამოსილია გამოიყენოს ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
13. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს გარიგების (ოპერაციის) განხორციელებამდე.
14. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები ვალდებულნი არიან პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) და მასთან საქმიანი კორესპონდენცია და გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), შეინახონ ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული.
15. პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტი ინახება ასლის სახით, რომელიც, დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან სათამაშო ბიზნესის დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავენ პირს (პირებს), რომელსაც აქვს ასლის დამოწმების უფლება ამ პუნქტის მიზნებისათვის. გარიგების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას, მასში მონაწილე პირებს და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისას შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებაში ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ეგზემპლარი (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმით გაგზავნის შემთხვევაში – მისი ხელმოწერილი ეგზემპლარი).“.
ზ) 51 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ გარიგების მონაწილე პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, სათამაშო ბიზნესის დაწესებულებამ (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს სათამაშო ბიზნესის დაწესებულების ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.“.
თ) მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით
1. ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაცია, ასევე საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ან თუ, მცდელობის მიუხედავად, პირის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება შესაბამისი ცნობები, სათამაშო ბიზნესის დაწესებულების მიერ იგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს, ამ დებულებით დადგენილი წესით, სათამაშო ბიზნესის დაწესებულების მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით. ანგარიშგების ფორმის შევსება და გაგზავნა ხდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებპორტალის მეშვეობით ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას.
3. ანგარიშგების ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი უნდა იქნეს:
ა) თუ გარიგების (ოპერაციის) ან მისი დანაწევრების მიზნით დადებულ გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში ან თუ გარიგება (ოპერაცია) წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას – გარიგების შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, გარიგებათა ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობის დღესვე;
გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობის პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს სათამაშო ბიზნესის დაწესებულების ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
4. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების (ოპერაციის) ანგარიშგების ფორმის (საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) ნაბეჭდი სახით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება გამონაკლისის სახით, მისი ელექტრონულად გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში, სათანადოდ დაბეჭდილი კონვერტით, სათამაშო ბიზნესის დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი სათამაშო ბიზნესის დაწესებულების სახელწოდება და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0108, საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქ. №6 და გრიფით „კონფიდენციალური“.
5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციის) შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა და/ან თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.
6. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. ანგარიშგების ელექტრონულად შევსებული ფორმის ერთი ეგზემპლარი რჩება სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას ფორმა იბეჭდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით და ბეჭდით. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე – რჩება სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.
7. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს სათამაშო ბიზნესის დაწესებულებიდან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები ვალდებულნი არიან მიაწოდონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
8. თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ სათამაშო ბიზნესის დაწესებულება შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე უნდა აღინიშნოს იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით.
9. თუ სათამაშო ბიზნესის დაწესებულების მიერ გარიგება მიჩნეულია საეჭვოდ, ანგარიშგების ფორმაში შეიტანება საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი (გარემოებები).
მუხლი 7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სათამაშო ბიზნესის დაწესებულების მიერ აღრიცხვის ფორმის წარდგენის ვალდებულება
1. სათამაშო ბიზნესის დაწესებულებებმა შესაბამისი აღრიცხვის ფორმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინონ ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღრიცხვის ფორმა წარდგენილად ჩაითვლება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესაბამისი შინაარსის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები ვალდებულნი არიან, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ამ დებულებით დადგენილი წესით, წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სათანადოდ შევსებული აღრიცხვის ფორმა, რომელშიც აისახება განახლებული ინფორმაცია.“.
ი) დანართი №1 და №2 ამოღებულ იქნეს.
3. „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების:
ა) მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;“.
ბ) მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;“
გ) მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;“.
დ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:
„უ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია.“.
ე) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება (მიუხედავად თანხის ოდენობისა), თუ არსებობს ვარაუდი რომ მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშეწმყობ პირებთან ან/და გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.“
ვ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამორინეების ვალდებულებები იდენტიფიკაციასა და გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასა და შენახვასთან დაკავშირებით
1. სამორინე, ამ დებულების მიზნებისათვის, ვალდებულია მოახდინოს გარიგების (ოპერაციის) მონაწილე ყველა პირის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც:
ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) ჩნდება ეჭვი გარიგების (ოპერაციის) მონაწილე პირის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
2. სამორინე ვალდებულია მოახდინოს გარიგების მონაწილე ყველა პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის ვინ არის გარიგების მონაწილე პირის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები.
3. სამორინე გარიგების მონაწილე პირის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის გადამოწმებისას შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს პირის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას და მათი ვინაობის გადამოწმებას, ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვას და ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, სამორინემ იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისა და მისი ვინაობის გადამოწმებისათვის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება სამორინეს.
4. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პირის იდენტიფიკაციის მოთხოვნის შესრულებამდე სამორინეს არა აქვს უფლება დაუშვას პირის მონაწილეობა თამაშში ან გათამაშებაში, გასცეს მოგება ფულადი ან ნივთობრივი სახით ან მიიღოს ფულადი თანხა.
6. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, სამორინე არ აჩერებს მომსახურების შესრულებას (არ უშლის პირს ხელს მონაწილეობა მიიღოს თამაშში ან გათამაშებაში), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ სათამაშო ბიზნესის დაწესებულებასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის (კლიენტის) იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე უარის არსებობისას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში სამორინე ვალდებულია დაუყონებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.
8. იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა პირის შემდეგი მონაცემები:
ა) სახელი, გვარი;
ბ) მოქალაქეობა;
გ) დაბადების თარიღი;
დ) მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი;
ე) პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;
ვ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი.
9. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;
ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი (პირადობის მოწმობა) ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს.
11. სამორინე ვალდებულია აღრიცხოს ამ დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები):
ა) გარიგების სახე (ანუ რა სახის გარიგებასთან გვაქვს საქმე – მაგ., ხდება მოგებული თანხის (ან ნივთის ქონებრივი უფლების) გაცემა ან ფულადი თანხის მიღება გათამაშებაში მონაწილეობის მიზნით);
ბ) გარიგების დადების თარიღი, მოგებული თანხის ოდენობა და ვალუტა, ნივთმოგების შესაბამისი თანხის ოდენობა ან მოგებული ნივთის სრული აღწერა;
გ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები).
12. სამორინე ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:
ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას;
ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას;
გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას.
13. სამორინე ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი პირების (კლიენტის) იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციის, ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის ან გარიგების გათვალისწინებით. სამორინე ვალდებულია განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები. შესაბამისი კლიენტისათვის მაღალი რისკის კატეგორიის მიკუთვნების შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესის დაწესებულება უფლებამოსილია გამოიყენოს ამ დებულების მე-51 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
14. სამორინემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. სამორინეს უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს გარიგების (ოპერაციის) განხორციელებამდე.
15. საეჭვო და დანაწევრებული გარიგების (ოპერაციის) გამოვლენის მიზნით, სამორინე ვალდებულია შექმნას მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა).
16. სამორინე ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) და მასთან საქმიანი კორესპონდენცია, ასევე გარიგების შესახებ ინფორმაცია შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული.
17. პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტი ინახება ასლის სახით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან სამორინეს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. სამორინე სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავს პირს (პირებს), რომელსაც აქვს ასლის დამოწმების უფლება ამ პუნქტის მიზნებისათვის. გარიგების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას, მასში მონაწილე პირებს და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლის სამართლებრივი დევნისას შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით. სამორინეში ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ეგზემპლარი (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმით გაგზავნის შემთხვევაში – მისი ხელმოწერილი ეგზემპლარი).“.
ზ) მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 6. სამორინეების ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით
1. ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარიგების შესახებ ინფორმაცია, ასევე საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ან თუ, მცდელობის მიუხედავად, პირის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, შესაბამისი ცნობები ანგარიშგების ფორმის სახით სამორინეს მიერ იგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს, ამ დებულებით დადგენილი წესით, სამორინის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით. ანგარიშგების ფორმის შევსება და გაგზავნა ხდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებპორტალის მეშვეობით ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას.
3. ანგარიშგების ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილ უნდა იქნეს:
ა) თუ გარიგების ან გარიგების დანაწევრების მიზნით გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში ან გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას – გარიგების შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის გაჩენის დღესვე;
გ) თუ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს სამორინის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
4. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის (საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) ნაბეჭდი სახით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება გამონაკლისის სახით, მისი ელექტრონულად გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში, საიმეოდ დაბეჭდილი კონვერტით, სამორინის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი სამორინის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი (ёსაქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0108, საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქ. №6 და გრიფით „კონფიდენციალური”.
5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა და/ან თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.
6. ანგარიშგების სპეციალური ფორმა ივსება სრულად. ანგარიშგების ელექტრონულად შევსებული ფორმის ერთი ეგზემპლარი რჩება სამორინეს და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას ფორმა იბეჭდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით და ბეჭდით. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე – რჩება სამორინეს და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.
7. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს სამორინედან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების სპეციალური ფორმა არ იყო წარდგენილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. სამორინეები ვალდებულნი არიან მიაწოდონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
8. თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ სამორინე შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, სამორინე ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე უნდა აღინიშნოს იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცი უნდა იყოს წარმოდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით.
9. თუ სამორინეს მიერ გარიგება მიჩნეულია საეჭვოდ, ანგარიშგების ფორმაში შეიტანება საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.
მუხლი 7. სამორინეების მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენის ვალდებულება
1. სამორინეებმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) შესაბამისი ვებგარსით განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით უნდა წარუდგინონ აღრიცხვის ფორმა. აღრიცხვის ფორმა წარდგენილად ჩაითვლება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესაბამისი შინაარსის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სამორინეების აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) სამორინეები ვალდებულნი არიან, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შევსებული აღრიცხვის ფორმა, რომელშიც აისახება განახლებული ინფორმაცია.“.
თ) დანართი №1 და №2 ამოღებულ იქნეს,
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სამსახურის უფროსი მ. როინიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები