საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის შესახებ

საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 03/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016022
4/2012
03/02/2012
ვებგვერდი, 06/02/2012
010210010.15.008.016022
საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 4/2012

201 2ლის 3 თებერვალი

. თბილისი

საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის ჩამონათვალი, მათი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მითითებით, ფორმდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით.

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით შედგენილი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.

მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 13 დეკემბრის №34/2007 დადგენილება.

მუხლი 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                       ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                                 გ. მჭედლიძე