დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 9 აგვისტოს N001 ბრძანებაში „ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 003 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 31/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.55.067.016008 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №003
2012 წლის 31 იანვარი
ქ. ბათუმი
სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 9 აგვისტოს №001 ბრძანებაში „ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებით დამტკიცებულ ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს" დირექტორის 2011 წლის 9 აგვისტოს №001 ბრძანებაში „ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ“. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შესაბამის საკლასიფიკაციო საზოგადოებებს, რომლებიც არ არიან საკლასიფიკაციო საზოგადოებების საერთაშორისო ასოციაციის (IACS) წევრი, უფლება მიეცეთ 2012 წლის 1 სექტემბრამდე განახორციელონ ტექნიკური ზედამხედველობა და გასცენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სერტიფიკატები იმ გემებზე, რომლებიც ახორციელებენ საბუნკერო მომსახურებას საქართველოს ნავსადგურებში, ნავსადგურის აკვატორიასა და ტერიტორიულ ზღვაში.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. იობიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები