ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016085
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01
30/01/2012
ვებგვერდი, 09/02/2012
010250020.35.117.016085
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/02/2012 - 23/02/2018)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №01

2012 წლის 30 იანვარი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე -5 პუნქტის და 43-ე მუხლის მე -2 პუნქტის , „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების შესაბამისად , ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ ბეჭდის გამოყენების წესი (დანართი 1).

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                 კ. ფარჯანაძე

დანართი №1

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულ ის მიერ ბეჭდის გამოყენების წესი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი ადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის (შემდგომში –რწმუნებული) მიერ ბეჭდის გამოყენების საფუძვლებსა და პირობებს.

    მუხლი 2. რწმუნებულის ბეჭედი და ხელმოწერა

1. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომელიც მას გადაეცემა გამგებლის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით.

2. რწმუნებულის ბეჭედი გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას შესრულებული დოკუმენტის დასამოწმებლად.

3. ბეჭდის ანაბეჭდი დაისმება ისე, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერი პირის თანამდებობის დასახელების ნაწილი. თუ დოკუმენტი შედგება ერთზე მეტი ფურცლისაგან, ბეჭედი დაისმება ისე, რომ მან მოიცვას ყველა ფურცელი.

4. შესრულებულ მოქმედებას რწმუნებულის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე არ აქვს იურიდიული ძალა.

5. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი ხელმოწერილია რწმუნებულის მიერ და არ აქვს დასმული ბეჭედი, დოკუმენტი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ რწმუნებულს ბეჭდის დასასმელად. თუ იმ დროისათვის ბეჭედი, რომელიც რწმუნებულს ჰქონდა მოქმედების შესრულების მომენტისათვის, განადგურებულია, მაშინ რწმუნებული ვალდებულია ხარვეზის გამოსასწორებლად დოკუმენტს დაუსვას ის ბეჭედი, რომელიც აქვს ხარვეზის გამოსწორების მომენტისათვის და ამის შესახებ დოკუმენტზე გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა.

6. რწმუნებული პასუხისმგებელია ბეჭდის უსაფრთხო შენახვისათვის. ბეჭდის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. ბეჭდის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში რწმუნებული ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.

8. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში ამ მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.