„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 03/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.016293
  • Word
27/ნ
03/02/2012
ვებგვერდი, 06/02/2012
430190000.22.022.016293
„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 27/ნ

2012 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 110407029, 07/04/2011, სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.016087) დამტკიცებულ „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებში” შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის მოსწავლე/ექსტერნი, რომელიც გამოცდებზე გასვლის მიზნით დარეგისტრირდება ამ წესით დადგენილი ფორმით და შესაბამის წელს ვერ დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს.“:

2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირი საგამოცდო ენად აირჩევს ქართულ ენას, ის ვალდებულია გამოცდაზე სახელმწიფო ენად ჩააბაროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქართული ენა და ლიტერატურა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნები ქართულ ენაზე.“;

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უზრუნველყოფს შესაბამისი გარემოს შექმნას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებითვის, რომელთაც აღენიშნებათ გარკვეული ფიზიკური შეზღუდვა (სარგებლობს ეტლით, დარღვეული მოტორიკის გამო უჭირს ხელების გამოყენება და სხვა).“;

ბ) მე-4 პუნქტიდან ამოღებული იქნეს „ა“ ქვეპუნქტი;

გ) მე-5 პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყოფს მოსწავლეების/ექსტერნების ინფორმირებასა და გამოცდებზე რეგისტრაციას, აგრეთვე იმ პირთა რეგისტრაციას, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარეს გამოცდები;“;

გ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მატერიალურად არის პასუხისმგებელი სამინისტროს და ცენტრის იმ მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობებზე, რომელიც ინახება და გამოიყენება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;“;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა:

ა) ცენტრს მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონული და წერილობითი ფორმით წარუდგენს მოსწავლეთა მონაცემებს მოთხოვნილი ფორმის შესაბამისად;

ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ექსტერნი რეგისტრირდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც ჩააბარა ექსტერნის გამოცდები;

გ) პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ ჩააბარა გამოცდები, რეგისტრირდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც დაძლია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.“;

გ) მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, პირის მიმართვის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს მონაცემთა ბაზებში შეაქვს შემდეგი მონაცემები:

ა) პირის ტელეფონის ნომერი;

ბ) უცხოური ენა, რომლის ჩაბარების შესაძლებლობაც და სურვილიც აქვს პირს;

გ) საგამოცდო საგნის ენა.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის:

ა) დასრულებამდე 5 დღით ადრე ამოწმებს სპეციალურ პროგრამაში პირის თაობაზე არსებული ინფორმაციის სისწორეს;

ბ) დასრულებისთანავე ამობეჭდავს მონაცემებს, რომელსაც დაამოწმებინებს პირს და რეგისტრაციის დასრულებიდან 3 დღის ვადაში აგზავნის ცენტრში.”.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სპეციალურ პროგრამაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.“;

დ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შეცდომით აქვს მითითებული უცხოური ენა ან/და საგამოცდო ენა – ცენტრი უზრუნველყოფს პირისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში სპეციალურ პროგრამაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას.“.

5. მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 9. გამოცდის ჩატარების დრო“.

6. მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოცდის დროს პირი მიიღებს გაფრთხილებას ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

2. ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში პირი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“.

7. ამოღებული იქნეს მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები;

8. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პირი, რომელიც სწავლობს ქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2012 წელს უფლებამოსილია ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნები ჩააბაროს რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, რის თაობაზეც მან უნდა მიუთითოს რეგისტრაციის დროს. იმ შემთხვევაში, თუ პირი საგამოცდო ენად აირჩევს რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენას, მან უნდა ჩააბაროს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანი და ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნები შესაბამის საგამოცდო ენაზე.“.

მუხლი 2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2012 წლის სკოლის გამოსავები გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განხორციელებულად.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი