საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016432
  • Word
84
03/02/2012
ვებგვერდი, 03/02/2012
040030000.08.002.016432
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №84

2012 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მისგან გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის გამოყოფის გზით.

2. გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი მიუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

4. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №160, მუხ. 1605) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი,“.

5. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ამ ბრძანებულების შესრულების მიზნით განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი