დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებებისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.025.016058 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/02/2012 - 24/01/2014)
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №38
2012 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებებისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ
„გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 13 მაისის №4653 კანონის მე- 2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის მე-19 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ,,ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებებისა და საბრძოლო მასალის ნუსხა“ (დანართი 1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №56 ბრძანება ,, გარემოს დაცვის ინსპექციის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
დანართი 1
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებებისა და საბრძოლო მასალის ნუსხა
1. პისტოლეტი – შესაბამისი ვაზნებით;
2. სასიგნალო საშუალებები – შესაბამისი ვაზნებით;
3. სპეციალური საშუალებები:
ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება;
ბ) რეზინის ხელკეტი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები