კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 14/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.149.016091
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
8
03/02/2012
ვებგვერდი, 08/02/2012
010260020.35.149.016091
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/02/2012 - 08/05/2013)

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2012 წლის 3 თებერვალი

ქ. კასპი

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

 1. დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება (დანართის შესაბამისად).

 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           . მესროფაშვილი

დანართი

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება

    მუხლი 1. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური

1. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების და ამ დებულების შესაბამისად. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების და ამ დებულების შესაბამისად.

3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახური უზრუნველყოფს:

ა) შესაბამის ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული პირებისთვის მიწოდებას;

ბ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების, დამუშავებული (ასევე, ასათვისებელი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მიღებული მოსავლის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდებას;

ე) მუნიციპალიტეტში არსებული სავარგულების, კულტურების და სხვა მონაცემების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნისათვის და მუდმივი განახლებისათვის ინფორმაციის კონსოლიდაციას შესაბამისი უწყებებიდან და პირებისაგან;

ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის დარგში თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას;

ზ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების და საჭიროებების განსაზღვრას. აღნიშნულის შესახებ, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წინადადების და ინიციატივების მომზადებას სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის წარსადგენად;

თ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას;

ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;

კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.