სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

  • Word
სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.108.016080
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1
30/01/2012
ვებგვერდი, 08/02/2012
370020000.35.108.016080
სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/02/2012 - 09/03/2012)

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2012 წლის 30 იანვარი

ქ. სენაკი

სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად,

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).

2. დამტკიცდეს ქ. სენაკის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).

3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №13 დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

  საკრებულოს თავმჯდომარე     ბ. ნარმანია

დანართი №1

სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. ქ. სენაკში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. სენაკში ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის ქ. სენაკის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,58-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;

გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;

გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 120-ს.

2. ამ დადგენილების დანართი №1-ის პირველი პუნქტის მიხედვით ქ. სენაკში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი )

ცენტრალური ზონა

0,58

1,3

0,24

120

21,72

შუალედური ზონა

0,58

1

0,24

120

16,70

პერიფერიული ზონა

0,58

0,7

0,24

120

11,70

 

3. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 8,35 ლარს.

4. სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,18 ლარს.

5. სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 8,35 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.

 

                                                                                                                      დანართი №1

 

ქ. სენაკის ზონების აღწერა

 

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

ცენტრალური ზონა

1. მშვიდობის ქუჩა №156-197-დან ბოლომდე;

2. მიშა ღვინჯილიას ქუჩა;

3. ილია ჭავჭავაძის ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან დავით

 აღმაშენებლის ქუჩამდე);

4. შოთა რუსთაველის ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან

 ბოლომდე);

5. ცოტნე დადიანის ქუჩა;

6. ნოე შონიას ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან ბოლომდე);

7. დავით აღმაშენებლის ქუჩა დასაწყისიდან ზვიად

 გამსახურდიას ქუჩამდე;

8. ვახტანგ გორგასლის ქუჩა დასაწყისიდან დავით აღმაშენებლის

 ქუჩამდე;

9. ბათუმის ქუჩა;

10. ალექსანდრე პუშკინის ქუჩა;

11. ეგნატე ნინოშვილის ქუჩა;

12. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე

  დადიანის ქუჩამდე;

13. არჩილ ჯორჯაძის ქუჩა;

14. დავით ვაჰანიას ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე;

15. აკაკი წერეთლის ქუჩა;

16. მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის

  ქუჩამდე;

17. ახალგაზრდობის ხეივანი;

18. ვახტანგ გოგოლაძის სახელობის მოედანი;

19. წმინდა ნინოს ქუჩა;

20. მერაბ კოსტავას ქუჩა (ცოტნე დადიანის ქუჩიდან მშვიდობის ქუჩამდე);

21. თამაზ კანკიას ქუჩა;

22. თავისუფლების ქუჩა;

23. იაკობ გოგებაშვილის ქუჩა ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან

  შოთა რუსთაველის ქუჩამდე;

24. შოთა რუსთაველის ქუჩის I და II ჩიხი;

25. შოთა ჩიქობავას ქუჩა;

26. ნესტორ ესებუას ქუჩა;

27. სოსო გეგელიას ქუჩა;

28. აკაკი ხორავას ქუჩა;

29. აპალონ გუნიას ქუჩა.

1,3

შუალედური ზონა

1. შოთა რუსთაველის ქუჩა დასაწყისიდან აკაკი ხორავას ქუჩამდე;

2. ზურაბ ნაფეტვარიძის ქუჩა;

3. ნიზან ცერცვაძის ქუჩა;

4. გივი კარტოზიას ქუჩა;

5. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა;

6. ნიკო ფიროსმანის ქუჩა;

7. აბესალომ საჯაიას ქუჩა;

8. ალექსანდრე დავითაიას ქუჩა;

9. დუტუ მეგრელის ქუჩა;

10. სამეგრელოს ქუჩა;

11. შოთა რუსთაველის ქუჩა;

12. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა;

13. გიორგი ურიდიას ქუჩა;

14. ომიანე კაჭარავას ქუჩა;

15. ფოთის ქუჩა;

16. ვახტანგ მეფის ქუჩა;

17. უნივერსტიტეტის ქუჩა;

18. რაკვერეს ქუჩა;

19. დავით ჭონქაძის ქუჩა;

20. დამიანე ჯიჯელავას ქუჩა;

21. ნიკო კეცხოველის ქუჩა;

22. კონსტანტინე სანაიას ქუჩა;

23. მერაბ კოსტავას ქუჩა მშვიდობის ქუჩიდან ბოლომდე;

24. გია ნადარეიშვილის ქუჩა;

25. გიორგი ლეონიძის ქუჩა;

26. რომან რუსიას ქუჩა;

27. დედის ქუჩა;

28. მოსე ნაროუშვილის ქუჩა;

29. სამტრედიის ქუჩა;

30. მშვიდობის ქუჩა დასაწყისიდან №156-მდე (შესახვევებით);

31. ალექსანდრე არჩაიას ქუჩა;

32. ნინო ხუბულავას ქუჩა;

33. ანტონ ნადარეიშვილის ქუჩა;

34. შავი ზღვის ქუჩა (შესახვევებით);

35. ილია ჭავჭავაძის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ბოლომდე;

36. ილია ჭავჭავაძის ქუჩა გიორგი ჭყონდიდელის

  ქუჩიდან აკაკი ხორავას ქუჩამდე;

37. ტეხურის ქუჩა;

38. ვახტანგ გორგასლის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ბოლომდე;

39. გიორგი ბრწყინვალის ქუჩა;

40. არქეოპოლისის ქუჩა;

41. სოლომონ შამათავას ქუჩა (შესახვევით);

42. აკაკი ელიავას ქუჩა (შესახვევით);

43. სიმონ ჩიქოვანის ქუჩა;

44. ალექსი ბერის ქუჩა;

45. მედეას ქუჩა;

46. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა;

47. ნ კო ხურციას ქუჩა;

48. სულხან-საბას ქუჩა;

49. არსენას ქუჩა;

50. დავით ლოლუას ქუჩა;

51. დავით კლდიაშვილის ქუჩა;

52. თეოფანე დავითაიას ქუჩა;

53. აპოლონ გარუჩავას ქუჩა;

54. მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა (შესახვევით);

55. ზუგდიდის ქუჩა (შესახვევით);

56. დავით აღმაშენებლის ქუჩა ჩიხებით ზვიად

  გამსახურდიას ქუჩიდან ბოლომდე;

57. ზვიად გამსახურდიას ქუჩა;

58. ლევან II დადიანის ქუჩა (შესახვევით);

59. სანკტ-პეტერბურგის ქუჩა;

60. თბილისის ქუჩა ჩიხებით;

61. ვაჟა-ფშაველას ქუჩა;

62. ბაგრატიონის ქუჩა;

63. ნოე ცხვიტავას ქუჩა;

64. ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა;

65. ძმები კანკავების ქუჩა;

66. კალისტრატე გრიგოლიას ქუჩა;

67. ჟიული შარტავას ქუჩა;

68. დომენტი ქობალავას ქუჩა;

69. ქუთაისის ქუჩა ჩიხებით;

70. ლევან თეფანიას ქუჩა;

71. ვარლამ განგიას ქუჩა;

72. ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა;

73. დავით ვაჰანიას ქუჩა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;

74. მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;

75. მერაბ კოსტავას ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის

  ქუჩიდან ბოლომდე;

76. სოხუმის ქუჩა;

77. კონსტანტინე ლესელიძის ქუჩა;

78. ვენე არჩაიას ქუჩა ჩიხებით;

79. გუბაზ მეფის ქუჩა;

80. ანა კალანდაძის ქუჩა;

81. 26 მაისის ქუჩა;

82. ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა;

83. ბორჯომის ქუჩა ჩიხებით;

84. სენაკის ქუჩა;

85. იაკობ გოგებაშვილის ქუჩა შოთა რუსთაველის ქუჩიდან ბოლომდე;

86. სურამის ქუჩა;

87. დავით გურამიშვილის ქუჩა;

88. ალექსანდრე წურწუმიას ქუჩა;

89. აქვსენტი ცაგარელის ქუჩა;

90. აგარაკის ქუჩა;

91. ალეკო შენგელიას ქუჩა;

92. ლეო ქიაჩელის ქუჩა;

93. ტიციან ტაბიძის ქუჩა;

94. აკაკი ხორავას ჩიხი;

95. გოჩა კაშიბაძის ქუჩა;

96. სერგო შენგელიას ქუჩა;

97. ვლადიმერ დემურიას ქუჩა;

98. ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა;

99. კოტე მარჯანიშვილის ქუჩა;

100. შალვა დადიანის ქუჩა;

101. ინდიკო სანაიას ქუჩა;

102. კიევის ქუჩა;

103. გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა;

104. კოლხეთის ქუჩის დასავლეთი ნაწილი;

105. ლადო ასათიანის ქუჩა;

106. პეტრე ქავთარაძის ქუჩა;

107. ხოფერიას ქუჩა;

108. დემეტრე თავდადებულის ქუჩა;

109. შალვა ნუცუბიძის ქუჩა;

110. ნოდარ კანკიას ქუჩა (ჩიხით და შესახვევით);

111. გენო ადამიას ქუჩა;

112. სიმონ კალანდარაშვილის ქუჩა;

113. არნოლდ ჩიქობავას ქუჩა;

114. ვალერიან ჯანაშიას ქუჩა;

115. მელორ სტურუას ქუჩა ჩიხით;

116. შალვა ელიავას ქუჩა;

117. იპოლიტე ჩხეტიას ქუჩა ჩიხებით;

118. ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩა;

119. გორის ჩიხი;

120. შეროზიას ქუჩა;

121. რეზო თაბუკაშვილის ქუჩა;

122. ნიკო ნიკოლაძის ქუჩა;

123. ლომიას ქუჩა;

124. რუსთავის ქუჩა;

125 . გივი ღვინჯილიას ქუჩა;

126 . ნატო ვაჩნაძის ქუჩა;

127 . ივანე მაჩაბლის ქუჩის დასაწყისიდან (№1-№3) გივი ღვინჯილიას

  ქუჩამდე.

 

1

პერიფერიული ზონა

1. კოლხეთის ქუჩის აღმოსავლეთი ნაწილი შესახვევით;

2. სტალინის ქუჩა ჩიხებით;

3. ანტონ ფურცელაძის ქუჩა ჩიხებით;

4. პიერ კობახიძის ქუჩა;

5. ქუჯის ქუჩა;

6. ვახტანგ კალანდარაშვილის ქუჩა;

7. მთის კალთის ქუჩა;

8. შხეფის ქუჩა;

9. ჯიხას ქუჩა ჩიხით;

10. აკაკი ბელიაშვილის ქუჩა ჩიხებით;

11. თამარის ქუჩა;

12. თედო სახოკიას ქუჩა;

13. თედო სახოკიას ქუჩის შესახვევი ;

14.   თედო სახოკიას ქუჩის I ჩიხი;

 15. თედო სახოკიას ქუჩის II ჩიხი;

16 . ილია ჭავჭავაძის ქუჩა დასაწყისიდან გიორგი

  ჭყონდიდელის ქუჩამდე;

17 . ძმობის ქუჩა;

18 . რემა შელეგიას ქუჩა;

19 . კოსმონავტის ქუჩა;

20 . ივანე მაჩაბლის ქუჩა მეორე შესახვევიდან ბოლომდე;

21 . ივანე მაჩაბლის ქუჩა №1-№3-დან ბოლომდე;

22 . ივანე მაჩაბლის ქუჩიდან კოსმონავტის ქუჩის გადაკვეთამდე;

23 . ნინო ხუბულავას ქუჩის გადაკვეთიდან კოსმონავტის

  ქუჩის გადაკვეთამდე;

24. სიმონ ჯანაშიას ქუჩა ბოლომდე.

0,7