დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.016711 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №38
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის № 133 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი , 18/03/2011, 010240030.10.003.016294 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. მინისტრის აპარატის ფუნქციებია:
ა) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) პროტოკოლის საქმიანობა, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შეხვედრების ორგანიზება;
გ) სამინისტროს მოხელეებისა და მოსამსახურეების დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებათა პროექტების მომზადება;
დ) სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
ე) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;
ვ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და თანამშრომელთათვის, სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
თ) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისწარმოების ორგანიზება, სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალებების სათანადოდ შესრულების კონტროლი;
ი) მინისტრის სხვა დავალებათა შესრულება.“.
2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 6. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი ხელშეწყობა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მიერ დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების მონიტორინგი;
ე) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრულ მიმართულებათა შესაბამისად, საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება, საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათ ბაზაზე ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ანალიზი;
ვ) სამინისტროს ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. მათ შორის, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჭიროებისათვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუშავება;
ზ) სამინისტროს ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება;
თ) საჭიროების შემთხვევაში სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა;
ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მონიტორინგი (მათ შორის, ფინანსური) თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
კ) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი, სათანადო წინადადებების შემუშავება;
ლ) საქართველოს მთავრობისა და სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი ანგარიშების პროექტების მომზადება;
მ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტ იდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები