დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.016708 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №35
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 2071) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პრეამბულა და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 23-ე პუნქტის, „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-16 პუნქტის გათვალისწინებით:
მუხლი 1. „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
მიხეილ დოლიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ვეფხვია ბერიძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი
გიორგი გომარელი –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი
მერაბ გოცირიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი
ნინო ვარდია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, კომისიის მდივანი
ზვიად ზვიადაძე – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი
თამარ მარტიაშვილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი
თეონა ფანცულაია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი
ქართლოს ყიფიანი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის წარმომადგენელი
ხათუნა ჩაჩავა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი
ივანე ცარციძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი
ლაშა ციმაკურიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენელი.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „კომისიის საქმიანობის წესის“:
ა) მე‑4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დაფინანსების მაძიებლის განცხადების განხილვის წესი
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის სახელზე დაწერილ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
გ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურა, კალკულაციით;
დ) სოციალურ კატეგორიას (სოციალურად დაუცველი, დევნილი, შშმ პირი, პენსიონერი და სხვ.) მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემდეგ აღნიშნული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეცემა კომისიას.
3. კომისია სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ განიხილავს მაძიებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას.
4. კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიცირებით წარედგინება საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად.
5. კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. კომისიის მიერ განცხადების/შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმებას არ საჭიროებს ტექნიკური ხასიათის შესწორებები (პაციენტის საიდენტიფიკაციო მონაცემების – სახელი, გვარი, პირადი ნომერი – დაზუსტება, ასევე დაწესებულების სახელწოდებაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობები). აღნიშნული უზუსტობების კორექტირება განხორციელდება კომისიის თავმჯდომარის (ან მისი მოადგილის) თანხმობით და მის მიერვე წერილობით ეცნობება შესაბამისი პროგრამის განმახორციელებელს – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს.“;
ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე):
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.“;
გ) მე-6 მუხლის:
გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის წერილობითი თხოვნის საფუძველზე. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.“;
გ.ბ) მე‑4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და კომისიის მდივანი (მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის სხვა წევრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დააკისრებს კომისიის მდივნის მოვალეობის შესრულებას).“;
გ.გ) მე‑8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. განსაკუთრებულ შემთხვევებში კომისიის მიერ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით. ამ შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილების პროექტი წარედგინება კომისიის წევრებს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომისიის წევრის ხელმოწერა შეუძლებელია – მივლინება, დროებითი შრომისუუნარობა და ა.შ.), რომლებიც „შეთანხმების ფურცელზე“ ხელმოწერით ადასტურებენ თავიანთ პოზიციას (ეთანხმება, არ ეთანხმება). ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, თუ კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაეთანხმება გადაწყვეტილების პროექტს, იგი „შეთანხმების ფურცელთან“ ერთად წარედგინება საქართველოს მთავრობის კანცელარიას.“;
დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაფინანსების განსაკუთრებული წესი
1. კომისიის მიერ 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულებაც ვერ მოესწრო 2010 წელს, დაფინანსდეს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით (ორგანიზაციული კოდი – 35 12 02 21) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
2. კომისიის მიერ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულებაც ვერ მოესწრო 2011 წელს, დაფინანსდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით (პროგრამული კოდი – 35 03 03 15) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები