„მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.016707
  • Word
34
31/01/2012
ვებგვერდი, 03/02/2012
440050000.10.003.016707
„მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 34

2012 წლის 31 იანვარი

. თბილისი

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში (სსმ, 2008 წელი, მუხლი 298) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს დებულება აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიერ სამოგზაურო გრანტის მისაღებად კონკურსის გამოცხადების, გრანტის გაცემისა და მისი შესრულების კონტროლის წესს.“.   

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. სამოგზაურო გრანტის გაცემის უზრუნველყოფა

1. სამოგზაურო გრანტს გასცემფონდი.

2. ფონდი უზრუნველყოფს:

ა) სამოგზაურო საგრანტო კონკურსის გამოცხადებას;

ბ) კონკურსის გამართვის, სამოგზაურო გრანტის შესახებ საკონკურსო განაცხადების ფონდში წარდგენის, საკონკურსო განაცხადებისა და მასალების განხილვის ვადების დადგენას და საჯაროდ გამოცხადებას;

) კონკურსის პროგრამისა და მასში მონაწილეობის პირობების დამტკიცებას;

) საკონკურსო კომისიის შექმნას, რომელიც ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასებს წარდგენილ განაცხადებს;

) საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა გამოვლენასა და დამტკიცებას;

) გამარჯვებულ პრეტენდენტთა დაფინანსებას და შემდგომ კონტროლს ამ დებულებითა და ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ფონდის გენერალური დირექტორი უზრუნველყოფდაფინანსებული პირებისათვის გაცემული სამოგზაურო გრანტის შესახებ ინფორმაციის წარდგენას ფონის სამეცნიერო საბჭოსათვის.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-9 და მე‑10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. დაფინანსების სრული პაკეტი მოიცავს:

ა) მონაწილეობის სარეგისტრაციო გადასახადს, თუ იგი გადახდილია ფონდის მიერ იმ კონკურსის გამოცხადების შემდეგ, რომელშიც გამარჯვებული საგრანტო პროექტი ფინანსდება;

ბ) ტრანსპორტით (თვითმფრინავი (ეკონომკლასი), მატარებელი) ორმხრივი მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას;

გ) სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურებას „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებით გათვალისწინებული ანაზღაურების ფარგლებში. სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯები ანაზღაურდება სამეცნიერო ღონისძიებაზე ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 7 ღამისა და 8 დღისა, რომლებშიც შედის გამგზავრებისა და დაბრუნების დღეები;

დ) სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს;

ე) ვიზის ხარჯებს;

ვ) ამ პუნქტის „ბ“, „გ“, „ დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები გაწეული უნდა იქნეს საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა გამოვლენისა და დამტკიცების შემდეგ.

10. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტს სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მიღებული აქვს ნაწილობრივი დაფინანსება სხვა ორგანიზაციიდან, ფონდი განიხილავ დანარჩენი ხარჯების დაფინანსების (ნაწილობრივი დაფინანსება) საკითხს.“;

გ) მე‑12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სამოგზაურო გრანტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებისათვის, კონკურსის შედეგებზე დაყრდნობით, ფონდი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირებს ავანსად გადასცემ დამტკიცებული თანხის 90 პროცენტს. ქვეყანაში დაბრუნებისა და გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისა და ფონდში განხილვის შემდეგ მოხდება სრული ანგარიშსწორება.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5. ხელშეკრულებების გაფორმება

გამარჯვებულ კონკურსანტებთან ფონდი აფორმებხელშეკრულებებს, რომლებითაც განისაზღვრება ფონდსა და გამარჯვებულ კონკურსანტებს შორის ურთიერთვალდებულებათა დეტალები.“.

5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ფონდი ახორციელებ დაფინანსებული სამოგზაურო გრანტის ფინანსურ კონტროლს.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური