„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016703
  • Word
30
31/01/2012
ვებგვერდი, 03/02/2012
470230000.10.003.016703
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 30

2012 წლის 31 იანვარი

. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის  №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე20 მუხლის მე4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის  №385 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ.,  №168) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

 1. №1 დანართის (სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამედიცინო აპარატურა არ უნდა იყოს გამოშვებული 1998 წელზე ადრე. ამასთან, 2013 წლის 1 იანვრიდან უნდა იყოს დაკალიბრებული და/ან უსაფრთხოებაზე ტესტირებული (გააჩნდეს ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტი) კანონმდებლობის შესაბამისად. დაკალიბრებასა და/ან უსაფრთხოებაზე ტესტირებას დაქვემდებარებული შესაბამისი აპარატურის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

2. №2 დანართის (სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. სამედიცინო აპარატურა არ უნდა იყოს გამოშვებული 1998 წელზე ადრე. ამასთან, 2013 წლის 1 იანვრიდან უნდა იყოს დაკალიბრებული და/ან უსაფრთხოებაზე ტესტირებული (გააჩნდეს ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტი) კანონმდებლობის შესაბამისად. დაკალიბრებასა და/ან უსაფრთხოებაზე ტესტირებას დაქვემდებარებული შესაბამისი აპარატურის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

3. დანართი №21 (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„№

საერთო სანებართვო პირობები

შენიშვნა

1

ფართობი ერთ სტაციონარულ საწოლზე არანაკლებ 40 კვ.მ შიდა პერიმეტრზე გაანგარიშებით

შიდა პერიმეტრში არ უნდა იყოს გათვალისწინებული ის ფართობი, რომელიც გასხვისებულია (გაცემულია იჯარით) ან დაწესებულების მიერ გამოიყენება კომერციული და სხვა მიზნებისათვის, რომლებიც ფუნქციურად არ უკავშირდება აღნიშნული დაწესებულების მიერ სამედიცინო საქმიანობის წარმოებას

2

ფართობი პალატაში ერთ პაციენტზე – არანაკლებ 8 კვ.მ, პედიატრიული პაციენტებისათვის განკუთვნილ პალატაში – არანაკლებ 6 კვ.მ

3

საწოლებს შორის დაშორება – მინიმუმ 1,2 მ

4

პალატა უნდა იყოს იზოლირებული, დაუშვებელია ერთმანეთში გამავალი პალატების არსებობა

5

პალატას უნდა გააჩნდეს ბუნებრივი განათების წყარო

6

დერეფნის სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1,8 მ პაციენტთა ეტლით გადაადგილების უზრუნველსაყოფად

7

არანაკლებ ერთი ბოქსირებული პალატა ინფექციური ავადმყოფების დროებითი იზოლაციისათვის

8

მოზრდილთა და ბავშვთა პალატები/განყოფილება – ერთმანეთისაგან გამიჯნული

9

ფუნქციონირებადი ლიფტი (მ.შ., მწოლიარე ავადმყოფებისათვის) – პალატების, პაციენტთა გამოკვლევისა და სამკურნალო განყოფილებების ორზე მეტ სართულზე განლაგების შემთხვევაში; პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის

10

იზოლირებული სათავსი გვამის დროებითი განთავსებისათვის

11

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პერსონალისა და პაციენტის პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები – თითოეულ სართულზე – არანაკლებ ორი სანიტარიული კვანძი, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)

12

სავენტილაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საოპერაციო ბლოკში, სარეანიმაციო განყოფილებაში, ბოქსირებულ პალატაში, ფთიზიატრიულ და ინფექციურ განყოფილებაში წნევათა სხვაობის ისეთ რეჟიმს, რომ არ მოხდეს ჰაერის გადადინება ნაკლებად სუფთა სათავსებიდან

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლიდან 

13

დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად

14

სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

15

ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად

16

სათავსთა განლაგება, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტისა და პერსონალის მოძრაობის ნაკადურობას, რათა არ მოხდეს „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ზონების გადაკვეთა

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლიდან 

17

განათებისა და სტაბილური ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფა

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლიდან 

18

უწყვეტი ელექტრომომარაგება; ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის (რეანიმაცია, საოპერაციო და სამეანო ბლოკები, ლიფტი, მიმღები)

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლიდან

19

უწყვეტი წყალმომარაგება

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლიდან

20

ლაბორატორიული ტესტების/კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა 24-საათიან რეჟიმში: სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფობრიობის, რეზუს-ფაქტორისა და შედედების დროის, შაქრის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში, აგრეთვე, პროფილის გათვალისწინებით, – სტანდარტული ტესტები

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას

21

კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას

22

 სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოება

23

რენტგენოსკოპიული და რენტგენოგრაფიული სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას. არ მოეთხოვება ნარკოლოგიური, დერმატოლოგიური, ფსიქიატრიული, ოფთალმოლოგიური და სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობებისას 

24

კარდიოგრაფი

არ მოეთხოვება ნარკოლოგიური, დერმატოლოგიური, ფსიქიატრიული, ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საქმიანობებისას 

25

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას.

არ მოეთხოვება ნარკოლოგიური, დერმატოლოგიური, ფსიქიატრიული, ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საქმიანობებისას 

26

სამედიცინო პერსონალი, რომელთა სერტიფიკატი/კვალიფიკაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს

 არ მოეთხოვება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად სამედიცინო საქმიანობის ნებართვის მაძიებელ დაწესებულებებს

27

საწოლი ინტენსიური თერაპიისათვის

28

საევაკუაციო გასასვლელი

29

რეფერალურ ქსელში ჩართულობის გეგმა

დოკუმენტი, რომელსაც განსაზღვრავს ნებართვის მაძიებელი/მფლობელი და რომელიც მოიცავს იმ ღონისძიებებისა და სერვისების მიმწოდებლების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებელია პაციენტის ადეკვატური მიმართვისათვის/გადაყვანისათვის

30

აწარმოებს პერიოდულ და სრულყოფილ ანგარიშგებას ნებართვის გამცემთან დადგენილი წესითა და ვადაში

მე5 მუხლითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად

დამატებითი სანებართვო პირობები

I

ინტერვენციული კარდიოლოგიის შემთხვევაში დაწესებულებას

დამატებით უნდა გააჩნდეს

ანგიოკარდიოგრაფიული (კათეტერიზაციის) ლაბორატორია

II

დიალიზის შემთხვევაში დაწესებულებას

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

ხელოვნური თირკმლის აპარატი

2

სისტემა წყლის გაწმენდისა და კონცენტრაციის მომზადებისათვის

3

შესაბამისი სავარძელი

III

ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას დამატებით უნდა გააჩნდეს

ერთადგილიანი ბოქსირებული პალატა რაბითა და სანიტარიული კვანძით განსაკუთრებით საშიში ინფექციებისათვის

ფთიზიატრიული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

პალატები, სადიაგნოსტიკო და საკონსულტაციო კაბინეტები, აღჭურვილი ვენტილაციით (რომელიც უზრუნველყოფს უარყოფით წნევას)

2

მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისათვის – ცალკე გამოყოფილი ფართობი იზოლირებული პალატებით, რომლებიც უზრუნველყოფილ იქნება კონტროლირებადი უარყოფითი წნევით

IV

ნეონატოლოგიური მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

15-ზე ნაკლები შესაბამისი საწოლის შემთხვევაში – მინიმუმ 1 ინკუბატორი, 15 და მეტი საწოლის შემთხვევაში – მინიმუმ 2 ინკუბატორი ყოველ 15 შესაბამის საწოლზე

2

ნეიროსონოსკოპი

3

რეანიმაციული სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას

V

ონკოლოგიური მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

სხივური და ქიმიოთერაპიული სერვისების უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას

2

პათომორფოლოგიური სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

VI

ფსიქიატრიული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

ფსიქონევროლოგიური განყოფილება უნდა იყოს იზოლირებული სხვა სომატური განყოფილებებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

2

კაბინეტები და სათავსები ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისათვის

3

უსაფრთხოების დაცვის პირობები

VII

ქირურგიული პროფილის მომსახურების შემთხვევაში

სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

1

საოპერაციო ბლოკი, უზრუნველყოფილი სამედიცინო დანიშნულების აირების მიწოდების უსაფრთხო ქსელით და დაგეგმილი განათებით

2

საოპერაციო დარბაზის ჰაერში მიკროორგანიზმებისა და ვირუსების არანაკლებ 95% ინაქტივაციის უზრუნველყოფა

3

პოსტოპერაციული პალატა             

შერეული (ბავშვთა და მოზრდილთა) სერვისების შემთხვევაში – ბავშვებისათვის ცალკე პალატა

4

მოწყობილობა ანესთეზიისათვის

5

რეანიმაციული სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას

6

პათომორფოლოგიური სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

VII1

ნეიროქირურგიული მომსახურების შემთხვევაში ქირურგიული პროფილის მომსახურების პირობებთან (ამ დანართის VII ნაწილი) ერთად სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

მაღალტექნოლოგიური კვლევის უზრუნველყოფა, მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით (კომპიუტერული ტომოგრაფი ან/და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი

(MRI) და სხვ.)

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას

VII2

ორგანოებისა და ქსოვილების აღების, შენახვის, გადანერგვის

შემთხვევაში ქირურგიული პროფილის მომსახურების პირობებთან (ამ დანართის VII ნაწილი) ერთად სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

1

მაცივარი ორგანოებისა და ქსოვილების შესანახად

2

თირკმლის გადანერგვის შემთხვევაში – დიალიზის სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას

VIII

სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის მომსახურების

შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

1

საოპერაციო ბლოკი დაგეგმილი განათებით

2

საოპერაციო დარბაზის ჰაერში მიკროორგანიზმებისა და ვირუსების არანაკლებ 95% ინაქტივაციის უზრუნველყოფა

3

პოსტოპერაციული პალატა

4

მოწყობილობა ანესთეზიისათვის

5

რეანიმაციული სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას

VIII1

სამეანო მომსახურების შემთხვევაში სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის მომსახურების პირობებთან (ამ დანართის VIII ნაწილი) ერთად დამატებით მოეთხოვებათ

1

სხვა სერვისების მიმწოდებელი განყოფილებებისაგან დამოუკიდებელი მიმღები                

2

სამშობიარო ბლოკ-პალატა

3

ნეონატოლოგიური სერვისი

IX

რეანიმაციული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

სარეანიმაციო დარბაზი დაკვირვების ავტომატური სისტემით, ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რითმი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის

შერეული (ბავშვთა და მოზრდილთა) სერვისების შემთხვევაში – ბავშვებისათვის ცალკე სარეანიმაციო დარბაზი

2

რეანიმაციის განყოფილების უზრუნველყოფა სამედიცინო დანიშნულების აირების მიწოდების უსაფრთხო ქსელით

3

ინფექციური პაციენტებისათვის – იზოლირებული რეანიმაციული საწოლი

4

მოწყობილობები რეანიმაციისათვის: სარეანიმაციო საწოლი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ჟანგბადის წყარო, ლარინგოსკოპი და ენდოტრაქეალური მილები, დეფიბრილატორი

X

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საქმიანობის შემთხვევაში

სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს (EMERGENCY)

1

საოპერაციო მცირე ოპერაციებისა და ინვაზიური ჩარევებისათვის

2

დაკვირვების ავტომატური სისტემა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რითმი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის

3

შემდეგი მოწყობილობები რეანიმაციისათვის: სარეანიმაციო საწოლი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ჟანგბადის წყარო, ლარინგოსკოპი და ენდოტრაქეალური მილები ყველა ასაკისათვის, დეფიბრილატორი

4

პაციენტთა დროებითი დაყოვნების პალატა/დარბაზი               

ერთ პაციენტზე არანაკლებ 6 კვ.მ ფართობით

5

პრეჰოსპიტალური სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას

XI

რადიოლოგიური, მათ შორის, რენტგენოლოგიური, მომსახურების

შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

რენტგენის კაბინეტის საპროცედუროები, სხივური თერაპიისა და რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიები, სადაც განთავსებულია მაიონებელი გამოსხივების წყაროები, არ შეიძლება იყოს ორსულთა და ბავშვთა პალატების მიმდებარედ

XII

ოფთალმოლოგიური მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

საოპერაციო

2

მოწყობილობა ანესთეზიისათვის

XIII

ოტორინოლარინგოლოგიური მომსახურების შემთხვევაში

სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

1

საოპერაციო

2

მოწყობილობა ანესთეზიისათვის.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი . გილაური