დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 აგვისტოს №7/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.35.133.016052 |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №03
2012 წლის 31 იანვარი
ქ. ბათუმი
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 აგვისტოს №7/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა, უშუალოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის უზრუნველსაყოფად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №30 დადგენილებით დამტკიცებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 აგვისტოს №7/2 დადგენილებაში (გაზეთი აჭარა, №118, 18.08.07 გვ.6) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე
დანართი №4
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა დასახელება და თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგო (ლარი) |
| 1. | სამსახურის უფროსი | 700 |
| 2. | მთავარი სპეციალისტი – (ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ინსპექტორი) | 450 |
| 3. | წამყვანი სპეციალისტი (რაზმის უფროსი) | 420 |
| 4. | სპეციალისტი – (მეხანძრე, მაშველი, მძღოლი, საქმისმწარმოებელი) | 400 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები