ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 18/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.133.016050
  • Word
01
31/01/2012
ვებგვერდი, 07/02/2012
010250040.35.133.016050
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №01

2012 წლის 31 იანვარი

ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოდაადგინა:

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის 31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 29/12/2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალური არქივის მართვის, არქივით სარგებლობის წესებისა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;“;

ბ) დებულების 83-ე მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორი (ინიციატორები) ვალდებულია მხარდამჭერთა ბლანკების გაცემიდან 10 დღის ვადაში შეაგროვოს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის ხელმოწერები და ჩააბაროს საკრებულოს აპარატს.“;

გ) დებულების 83-ე მუხლის მე-7 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არა-ნაკლებ 3%-ის ხელმოწერათა ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს ხელმოწერათა ჩაბარებიდან ერთი კვირის ვადაში.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე         . ფარტენაძე