„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №13 დადგენლებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №13 დადგენლებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 08/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016047
  • Word
1
27/01/2012
ვებგვერდი, 07/02/2012
010250020.35.135.016047
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №13 დადგენლებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2012 წლის 27 იანვარი

დაბა შუახევი

„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №13 დადგენლებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის 13 დადგენილებაში (გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცნე, №11, 2010 წლის 13 აგვისტო) და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) ქმნის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია, განახორციელოს ისეთი სახის სახელმწიფო შესყიდვები, რომლებიც არ საჭიროებენ ტენდერის გამოცხადებას;

ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი;

გ) დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

დ) დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

ე) დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მისი უფლებამოსილებების ფარგლებში მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;

ვ) დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“ და „თ“, ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვისა სამსახური;

ვ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

თ) წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე         . ქათამაძე