„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 02/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016081
  • Word
4
27/01/2012
ვებგვერდი, 07/02/2012
010260020.35.104.016081
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2012 წლის 27 იანვარი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებით (სსმ V, №38, 15/10/2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „კ” ქვეპუნქტი:

 „კ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური”.

2.დებულების მე -13 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს „ლ’’ ქვეპუნქტი:

„ლ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება; საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის /პირებისთვის/ მიწოდება.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარის მოადგილე ა. გაბელია