დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.32.057.016073 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №4
2012 წლის 1 თებერვალი
ქ. ბათუმი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ დამხმარე (ტექნიკურ) მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები“ დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ერთეულების სახელფასო განაკვეთების მატებასთან დაკავშირებული დაფინანსება განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებიდან.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს სახელფასო განაკვეთების მატებასთან დაკავშირებული საკითხის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების დროს გათვალისწინება.
4. დადგენილებით გათვალისწინებული სახელფასო განაკვეთების მატება განხორციელდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
დანართი №2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ დამხმარე (ტექნიკურ) მოსამსახურეთა სარგოები
| თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი
|
| მატერიალური უზრუნველყოფის ოპერატორი | 590 |
| დამლაგებელი | 590 |
| ასლგადამღები ტექნიკის ოპერატორი | 590 |
| კომპიუტერული ტექნიკის შემკეთებელი | 590 |
| მბეჭდავ-ოპერატორი | 590 |
| ელექტრომექანიკოსი | 590 |
| ელექტრიკოსი | 590 |
| ცეცხლფარეში | 590 |
| საშვთა ბიუროს ოპერატორი | 590 |
| მდივან რეფერენტი | 590 |
| ოპერატორი | 590 |
| ფოტოგრაფი | 590 |
| ტექნიკური მუშაკი | 590 |
| დურგალი | 590 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები