დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 (სსმ, 19.12.2011) დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016082 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2012 წლის 2 თებერვალი
ქ. გარდაბანი
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 (სსმ, 19.12.2011) დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილების „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მე-2, მე-4, მე-17 და მე-18 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი განისაზღვროს 13127.7 ათ. ლარით (დანართი №3)“.
მუხლი 3
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 12007.9 ათ. ლარით (დანართი №3)“.
მუხლი 4
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-17 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17
2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა ხარჯების ასიგნებების მუხლი განისაზღვროს 2124.4 ათ. ლარით (დანართი №3)“.
მუხლი 5
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-18 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18
2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი განისაზღვროს 6024.8 ათ. ლარით (დანართი №3)“.
მუხლი 6
დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, ასევე დანართი №4 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
მუხლი 7
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 8
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები