როინ ცაციაშვილის კომერციული ბანკის ლიკვიდატორად დანიშვნის შესახებ

  • Word
როინ ცაციაშვილის კომერციული ბანკის ლიკვიდატორად დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24/05
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/01/2012
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
24/05
31/01/2012
ვებგვერდი, 03/02/2012
როინ ცაციაშვილის კომერციული ბანკის ლიკვიდატორად დანიშვნის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება 24/05

2012 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი       

როინ ცაციაშვილის კომერციული ბანკის ლიკვიდატორად დანიშვნის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის „ზ“პუნქტის,49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის 159 ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადობის მოწმობა Nდ0892537, პირადი  N01036002403), 2012 წლის 1 თებერვლიდან 2012 წლის 1 მარტამდე, სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ლიკვიდატორად, გაფორმდეს მასთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულება და მასში განესაზღვროს შრომითი ანაზღაურების ოდენობა.

2. დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატს უზრუნველყოს აღნიშნული აქტის დაუყოვნებლივ გამოქვეყნება ბეჭდვით ორგანოში, სებ-ის ვებგვერდზე და მისი წარდგენა სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ მარეგისტრირებელ ორგანოში სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის.

3.  ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე