„მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“

  • Word
„მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.159.016073
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
6
31/01/2012
ვებგვერდი, 07/02/2012
370020000.35.159.016073
„მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“
მარნეულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (07/02/2012 - 21/01/2013)

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება № 6

2012 წლის 31 იანვარი

ქ.

 

 

 

 
მარნეული

„მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის 603 ბრძანებულების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს „მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი , დანართი №1- ის მიხედვით.

2. დამტკიცდეს ქალაქ მარნეულის ტერიტორიის ზონირება დანართი 1- ის მიხედვით.

3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის 4/2 დადგენილება „სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ .

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ი. ქერიმოვი

 

 

დანართი №1

მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x IMG x C x K, სადაც:

) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

) IMG არის ქ. მარნეულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,52-;

) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც:

.) ცენტრალური ზონისათვის უდრის 1,3-;

.) შუალედური ზონისათვის – 1-;

.) პერიფერიული ზონისათვის – 0,7- ს;

) C – არის არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 160-.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

ზონა

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

1

 ცენტრალური ზონა

 

 

0,52

1,3

0,24

160

25,9584

2

 შუალედური ზონა

 

 

0,52

1

0,24

160

19,968

3

 პერიფერიული ზონა

 

 

0,52

0,7

0,24

160

13,9776

 

3. სოფლებში და დასახლებათა შორის არეალში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ით და შეადგენს – 5,9904 ლარს.

4. საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) განისაზღვროს ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 125%-ით, რომელიც შეადგენს 24,96 ლარს.

5. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) განისაზღვროს ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ით, რომელიც შეადგენს 9,984 ლარს.

 

დანართი 2

ქალაქ მარნეულის ტერიტორიის ზონირება

ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე

ზონირება

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

ცენტრალური ზონა

 

 1

შ.რუსთაველის, 26 მაისის, ნარიმანოვის, სამედ-ვურღუნის, აღმაშენებლის, სულხან-საბას, კოსტავას, ჟორდანიას ქუჩები, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია და აღნიშნული ქუჩების ჩიხები.

 1,3

                 შუალედური ზონა

 

 

 

 

 2

ბორჩალოელის, მაზნიაშვილის, ა.შაიგას, გამსახურდიას, კურბანოვის, ლაღიძის, ერეკლე II, მუსხელიშვილის, ჩოლოყაშვილის, ჭავჭავაძის, ფიროსმანის, გუდიაშვილის, გიორგაძის, 20 იანვრის, ყარყარაშვილის, ვაჩნაძის, ქობულეთის, გასანოვის, ხალილოვის, პუშკინის, ჯავახიშვილის, გოგებაშვილის, ლესელიძის, 9 აპრილის, ბარათაშვილის, ბერიტაშვილის, ლეონიძის, ასლანოვის, ბაგრატიონის, ტაბიძის, ქიქოძის, ჯორჯაძის, წერეთლის, თაყაიშვილის, ომარ ხაიამის, საიათნოვას, გრიბოედოვის, ყაზბეგის, ბაღდადის, გრ.რობაქიძის, ლერმონტოვის, ვაჟა-ფშაველას, თბილისის ქუჩები და აღნიშნული ქუჩების ჩიხები.

 1

პერიფერიული ზონა

 

 3

რასულ-ზადეს, უიარაღოს, ორბელიანის, ალგეთის, საბირის, მაისურაძის, ბაქოს,იაღლუჯის, შარიფოვის, ახუნდოვის, ნიზამის ქუჩები, სამრეწველო ზონის ტერიტორია და ქ. მარნეულში მდებარე სხვა ტერიტორიები

 0,7