დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ‘’მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ’’ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.159.016070 |
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 31 იანვარი
ქ.
მარნეული
„მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ’’ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 121 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 080211, 08/02/2011) მე-10 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მოსაკრებლის განაკვეთი
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 1 (ერთი) ლარის ოდენობით თვეში.
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელი იურიდიული პირების, საწარმოების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეებისათვის გარდა სასურსათო და სამრეწველო დანიშნულების მაღაზიებისა განისაზღვროს 20 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.
3. სასურსათო და სამრეწველო დანიშნულების მაღაზიების მოსაკრებელი განისაზღვროს სამუშაო ფართის (სავაჭრო დარბაზი) ყოველ 1 კვ/მ 50 თეთრის ოდენობით.’’.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები