დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330120020.35.159.016069 |
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2012 წლის 31 იანვარი
ქ. მარნეული
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
1. განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით (დანართი №1-ის შესაბამისად).
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი
დანართი №1
ჯარიმის ოდენობები მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით
|
№ |
ზონა |
ზონის აღწერა |
ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე |
|
1 |
I ზონა |
ქ. მარნეულში, რუსთაველის, 26 მაისის, სამედ-ვურღუნის, აღმაშენებლის, ნარიმანოვის და ჟორდანიას ქუჩების მიმდებარე ტერიტორიის 30-მეტრიანი ზოლი. |
0,50 |
|
2 |
II ზონა |
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლი; სკვერები (ბაღები) და მათ მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში არსებული ტერიტორია. |
0,30 |
|
3 |
III ზონა |
მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბებში არსებული სკვერები (ბაღები) და მათ მიმდებარე 30-მეტრიან ზოლში არსებული ტერიტორია |
0,1 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები