პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 08/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 100090000.22.038.016093
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
17
30/01/2012
ვებგვერდი, 03/02/2012
100090000.22.038.016093
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/02/2012 - 04/07/2013)

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №17

2012 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

  მუხლი 1 . დამტკიცდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ თანდართული ინსტრუქცია.

  მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი              . არსოშვილი

 

ინსტრუქცი

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ შიმშილობის გამოცხადების შემთხვევაში მათ ყოფნის პირობებს.

    მუხლი 2. შიმშილობის დაწყება

1 . შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, მოშიმშილე ბრალდებულის/მსჯავრდებულის (შემდგომში – მოშიმშილე), დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის წერილობითი ან ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე, დაწესებულების დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), სოციალური მუშაკის, ექიმის და მოშიმშილის თანდასწრებით დგება ოქმი, სადაც მიეთითება შიმშილობის დაწყების თარიღი, ასევე მოშიმშილის მოთხოვნები. ოქმის შედგენამდე, ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება მისთვის ინსტრუქციით დადგენილი მოშიმშილის მიმართ მოპყრობის წესი და უფლება-მოვალეობები. ოქმის შედგენის შემდგომ, დირექტორი აცნობებს ამის თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი), საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტი) და შესაბამის პროკურორს.

2 . დაუშვებელია მოშიმშილის კანონმდებლობით დადგენილი უფლებების შეზღუდვა.

3 . შიმშილობის დაწყება არ ათავისუფლებს მოშიმშილეს პატიმრობის კოდექსით, დაწესებულების დებულებით, დღის განრიგითა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობებისაგან. მოშიმშილ ს დისციპლინური დარღვევის ჩადენისას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა საერთო წესით .

    მუხლი 3. დაწესებულების ადმინისტრაციის მოვალეობები

 

1 . დაწესებულების ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) ოშიმშილეს დაუყოვნებლივ განუმარტავს შიმშილობის დროს მის მიმართ მოპყრობის წესსა და ყოფნის პირობებს, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი კი – შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შესაძლო მძიმე შედეგების თაობაზე.

2 . ადმინისტრაცია ვალდებულია გამოარკვიოს მოშიმშილის მიერ შიმშილობის დაწყების მიზეზები, მისივე მოთხოვნების საფუძვლიანობა და ამის თაობაზე მოახსენოს დეპარტამენტს, სამედიცინო დეპარტამენტსა და შესაბამის პროკურორს ამ ინფორმაციის შესაბამის ოქმში ასახვის პარალელურად.

3. თუ მოშიმშილის კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილება შედის დაწესებულების ადმინისტრაციის კომპეტენციაში, ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ იღებს ზომებს მათი დაკმაყოფილების უზრუნვესაყოფად და ამის თაობაზე აცნობებს მოშიმშილეს, დეპარტამენტს, სამედიცინო დეპარტამენტსა და შესაბამის პროკურორს.

4. თუ მოშიმშილის მოთხოვნების დაკმაყოფილება სცილდება ადმინისტრაციის კომპეტენციას, უკანასკნელი ამის თაობაზე აცნობებს მოშიმშილეს, სამედიცინო დეპარტამენტს, დეპარტამენტსა და შესაბამის პროკურორს, აგრეთვე იმ ორგანოს, რომლის უფლებამოს ლების სფეროსაც განეკუთვნება მოშიმშილის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

    მუხლი 4. მოშიმშილის მიმართ მოპყრობის წესი და მისი ყოფნის პირობები

1. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის, შიმშილობის დროს, დასაშვებია მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაშ , გარდა გადაუდებელი და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისა .

2. მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დაწესებულების ექიმის დასკვნის საფუძველზე, დირექტორის ბრძანებით იგი შეიძლება მოთავსდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში.

3 . თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი დატოვება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, ექიმის დასაბუთებული მოთხოვნის შემდეგ, სამედიცინო დეპარტამენტი რეკომენდაციის საფუძველზე, შესაბამისი დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დაუყოვნებლივ ხდება მისი გადაყვანა დეპარტამენტის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და ამის თაობაზე ეცნობება დეპარტამენტს, ასევე შესაბამის პროკურორსა და მოშიმშილის ახლო ნათესავს.

4 . მოშიმშილეს მიეწოდება საუზმე, სადილი და ვახშამი დადგენილი ნორმების მიხედვით, დაწესებულების ექ მის რეკომენდაციების გათვალისწინებით. საკვების ყოველი მიწოდებისას მოშიმშილეს სოციალური მუშაკის მიერ განემარტება საკვების მიღების აუცილებლობის შესახებ. საკვების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის მიერ კეთდება შესაბამისი აღნიშნვა მოშიმშილე ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის მიწოდებული საკვების აღრიცხვის ბარათში (ინსტრუქციის დანართი).

5. მოშიმშილე იმყოფება დაწესებულების ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და გადის ყოველდღიურ სამედიცინო შემოწმებას, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი მოშიმშილის სამედიცინო ბარათში.

6 . სამი დღე-ღამის განმავლობაში საკვების მიუღებლობის შემთხვევაში, მოშიმშილე ექვემდებარება საექიმო გასინჯვას მისი ფსიქი ური მდგომარეობის დადგენის მიზნით, რის შესახებაც აღინიშნება მოშიმშილის სამედიცინო ბარათში.

7 . თუ შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში მოშიმშილის ჯანმრთელობას ან სიც ცხლეს აშკარა საფრთხე ემუქრება, ადმინისტრაცია მოვალეა, აღმოუჩინოს მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ამის შესახებ აცნობოს დეპარტამენტს, სამედიცინო დეპარტამენტს, ასევე შესაბამის პროკურორს. მკურნალობის პროცესი წყდება შესაბამისი საჭიროებების ამოწურვის შემთხვევაში, რის თაობაზეც დაწესებულების ექიმის მიერ მოშიმშილის სამედიცინო ბარათში ჩაიწერება მოტივირებული დასკვნა.

8. შიმშილობის ფაქტთან დაკავშირებული მასალები უნდა დაერთოს ბრალდებულის/ მსჯავრდებულის პირად საქმეს.

 

ინსტრუქციის დანართი

მოშიმშილე ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის საკვების მიწოდების აღრიცხვის ბარათი

N

საუზმე

სადილი

ვახშამი

 

თარიღი

საკვები მიეწოდა

(დრო)

საკვები ალაგდა (დრო)

საკვები მიეწოდა (ხელმოწერა)

საკვე ი მიეწოდა (დრო)

საკვები ალაგდა (დრო)

საკვები მიეწოდა

(ხელმოწერა)

საკვები მიეწოდა (დრო)

საკვები ალაგდა (დრო)

საკვები მიაწოდა (ხელმოწერა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: ბარათი თან ერთვის მოშიმშილე პირის სამედიცინო ბარათს.