დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის ,,მარგი”-ს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის ,,მერმისი”-ს რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016286 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №20/ნ
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მარგის” და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მერმისის” რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ,,პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მარგის” და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მერმისის” რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მარგის” საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – პროფესიულ კოლეჯ ,,მერმისთან” მიერთების გზით 2012 წლის 15 თებერვლამდე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მარგის” წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №81/ნ ბრძანება.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 15 თებერვლიდან.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები