„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2012
ძალაში შესვლის თარიღი 07/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016057
  • Word
16/04
31/01/2012
ვებგვერდი, 02/02/2012
220090000.18.011.016057
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №16/04

2012 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით (სსმ III, 10.07.2007, №97, მუხ. 1040) დამტკიცებული წესებში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 23 პუნქტი:

„23. რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ბანკისათვის მართვის მოწმობის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული პირადი ნომრის შემცველი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენისას ბანკი ვალდებულია, ფიზიკური პირის მოთხოვნის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვებული თანხმობის საფუძველზე კლიენტის იდენტიფიკაცია განახორციელოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული პერსონალური მონაცემების საფუძველზე.“.

2. მე-5 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებისას იზღუდება პირის უფლება განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან რიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში. საგადასახადო ორგანოს მიერ ანგარიშზე ყადაღის დადების შემთხვევაში, ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია დაყადაღებული ანგარიშიდან განახორციელოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდები საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, როგორც ყადაღისაგან თავისუფალი სახსრების ფარგლებში, ასევე ასეთი თანხების უკმარისობის შემთხვევაში დაყადაღებული თანხების ფარგლებშიც. სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შემთხვევაში აღნიშნული ანგარიშიდან გადახდები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ყადაღისაგან თავისუფალი თანხების ფარგლებში.“.

3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „კ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ.ა) გადამხდელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი და ქვეყნის დასახელება;“.

4. დანართი №4-ის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რადაქციით:

„8. საგადასახადო დავალების შევსებისას გასათვალისწინებელი თავისებურებები:

ა) თუ გადამხდელი ახდენს თავისი სახელით ბიუჯეტში გადახდას ან თავისი სახელით რიცხავს თანხას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, საგადახდო დავალების რეკვიზიტი – „გადამხდელი“ შეივსება არსებული წესით, ამასთან, იგივე დასახელება, სავალდებულო წესით, იდენტურად გამეორდება საგადახდო დავალების ველში „დასახელება“, ხოლო გრაფაში „საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი“ მიეთითება საგადასახადო ორგანოების მიერ ამ გადამხდელისათვის ან ფიზიკური პირისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, ან ფიზიკური პირის პირადი ნომერი;

ბ) თუ გადამხდელი ახდენს სხვისი სახელით ბიუჯეტში გადახდას, ან სხვისი სახელით რიცხავს თანხას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, ასეთ შემთხვევაში გრაფაში „გადამხდელი“ მიეთითება იმ პირის დასახელება, რომელიც ახდენს სახსრების გადახდას, ხოლო „დასახელებაში“ მიეთითება იმ პირის სრული დასახელება (ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი), ვის მაგივრადაც ხდება გადახდა. ამავე დროს გრაფაში „საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი“ მიეთითება იმ პირის საიდენტიფიკაციო ნომერი ან ფიზიკური პირის პირადი ნომერი, ვის მაგივრადაც ხდება გადახდა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 7 თებერვლიდან.

. ქადაგიძე