„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის N7/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 15/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2012
ძალაში შესვლის თარიღი 07/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016056
  • Word
15/04
31/01/2012
ვებგვერდი, 02/02/2012
220010040.18.011.016056
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის N7/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №15/04

2012 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის 7/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1 . „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის 7/01 ბრძანებით (სსმ, 29.01.2010, 11, მუხ.122) დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე -13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე -14 პუნქტი:

„14. რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ კომერციული ბანკისათვის მართვის მოწმობის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული პირადი ნომრის შემცველი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენისას კომერციული ბანკი ვალდებულია, ფიზიკური პირის მოთხოვნის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვებული თანხმობის საფუძველზე, ამ წესით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია განახორციელოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული პერსონალური მონაცემების საფუძველზე“.

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 7 თებერვლიდან.

. ქადაგიძე