დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| I-ლი კლასის შენობა-ნაგებობებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.126.016056 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/02/2012 - 06/11/2019)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 3
201 2 წლი ს 20 იანვარი
ქ. თერჯოლა
I-ლი კლასის შენობა-ნაგებობებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ I-ლი კლასის შენობა-ნაგებობებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის ან/და ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე შესაძლებლად ჩაითვალოს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ქ. თერჯოლის ადმინისტრაციული ცენტრისა (კომუნალური ტერიტორია და რუსთაველის ქუჩა).
მუხლი 2. მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ წერილობით წინასწარ აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგეობას, სადაც აღნიშნული იქნება მშენებლობის ადგილი, სამუშაოების დაწყებისა და დასრულების სავარაუდო ვადები.
მუხლი 3. დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალისწინებული უფლებების გამოყენების შემთხვევებში, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია:
ა) სამუშაოები აწარმოოს თვითმმართველობის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად;
ბ) სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებულ ტერიტორიაზე არსებული საფარი აღადგინოს ან/და მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში სამუშაოთა დასრულებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში ეს შეუძლებელია – მუნიციპალიტეტის გამგეობას წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით, არა უმეტეს ათ კალენდარულ დღეში განხორციელების შესახებ.
მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ. ფანჩულიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები