დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.126.016055 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/02/2012 - 16/03/2012)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
201 2 წლი ს 20 იანვარი
ქ. თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნ ეს ადგილობრივი მოსაკრებელი – სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები დიფერენცირდეს სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით და განისაზღვროს:
1. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი;
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარი;
3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
4. სისტემურ-ელექრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი.
5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიების ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%.
6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარი.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210.070.000.35.126.005.494, 13 მარტი, 2009 წელი).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ . ფანჩულიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები