მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016315
  • Word
37
31/01/2012
ვებგვერდი, 01/02/2012
200090000.22.033.016315
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №37

2012 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, 172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:         

1. მე -17 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ავტონომიური კვების ბლოკი, რომელიც ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში უზრუნველყოფს აპარატის 6-საათიანი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს;“;

ა.ბ) ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) შესაძლებლობა, რომ სსა-ის მიერ ფისკალური ჩეკისთვის მინიჭებული ნომერი იზრდებოდეს ერთით და იყოს უწყვეტი, სსა-ის ფისკალიზაციის დროს ნომერი უნდა დაყენდეს ერთზე, რომელიც ყველა ფისკალურ ოპერაციაზე უნდა იზრდებოდეს ერთით. ნუმერაცია უნდა იყოს უწყვეტი. ჩეკის ბოლო ნომერი უნდა ემთხვეოდეს მის მიერ ჩატარებული ფისკალური ოპერაციების რაოდენობას;“;

ა.გ) ,,ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ღ) პრინტერის ტიპი: თერმული, მინიმუმ 58 მმ თერმულ ქაღალდზე ბეჭდვა, ქაღალდის მარტივი ჩატვირთვის სისტემით; პრინტერის სიჩქარე: არანაკლებ 10 ხაზი/წმ.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სსა-ის უნიკალური ნომერი;“.

2. მე-18 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. სსა-ის მოდელი რეესტრში შეიტანება 3 წლის ვადით. რეესტრში შეტანილ მოდელზე (გარდა შემოსავლების სამსახურის ინიციატივით რეესტრში შეტანილი მოდელისა) პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის შეცვლა იწვევს მისი რეესტრში თავიდან შეტანის ვალდებულებას.“.

3. მე-19 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სსა-ის რეგისტრაცია/რეგისტრაციიდან მოხსნა შესაძლებელია განახორციელოს სხვა იურიდიულმა პირმა (შემდგომში – იურიდიული პირი).“.

ბ) მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) იურიდიული მისამართი, სამართლებრივი ფორმა, საფირმო სახელწოდება (მისი არსებობის შემთხვევაში), ობიექტის ტიპი, საქმიანობის სახე;“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. გარე გადახდისა და მონაცემთა აღრიცხვის ერთიან ტერმინალთან ინტეგრირებული სისტემური საკონტროლო-სალარო აპარატის (სისტემური სსა – აპარატი, რომლის ფუნქციონირება ხდება მხოლოდ პროგრამულ-ტექნიკურ კომპლექსში შემავალი სალარო-კომპიუტერულ სისტემაში ჩართული სხვა ელექტრული ხელსაწყოების მეშვეობით) რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ განცხადებაში მიეთითება:

ა) პირის დასახელება/სახელი და გვარი;

ბ) საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

გ) იურიდიული მისამართი;

დ) საკონტაქტო რეკვიზიტები;

ე) რეგისტრაციაში გასატარებელი სსა-ის მოდელი;

ვ) საქარხნო ნომერი;

ზ) ის ფაქტობრივი მისამართი, სადაც გამოყენებული იქნება რეგისტრაციაში გასატარებელი სსა, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი.“;

დ) მე-8 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცედურების შემდეგ, საგადასახადო ორგანო ან იურიდიული პირი განმცხადებელს გადასცემს დარეგისტრირებულ სსა-ს (GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ის შემთხვევაში, განმცხადებელს გადაეცემა ამ წესის 191 მუხლის შესაბამისად დალუქული სსა) და სარეგისტრაციო ბარათს (დანართი №5), რომელიც პირმა უნდა შეინახოს იმ ობიექტზე, სადაც ხდება მისი ექსპლუატაცია, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში, თან უნდა იქონიოს სსა-ის მფლობელმა.“;

ვ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სსა-ის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. რეგისტრაციიდან მოხსნისათვის განმცხადებელმა განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს ან იურიდიულ პირს (GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ის შემთხვევაში) უნდა წარუდგინოს სსა და მასზე გაცემული სარეგისტრაციო ბარათი (GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ისა). რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით, ხორციელდება სსა-ის გაუნაშთავი ჯამის (აპარატის მაჯამებლის მაჩვენებლის ფიქსაცია) ამობეჭდვა რეგისტრაციის დღიდან მოხსნის დღემდე (GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ისა) და მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში კეთდება აღნიშვნა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. პირს, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში, გადაეცემა სსა და ცნობა მისი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (დანართი №6), რომელშიც ასახულია ინფორმაცია რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღის, გაუნაშთავი ჯამის და ,,Z“ ანგარიშის რაოდენობის შესახებ.“.

4. 191 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სსა-ის დაზიანების შემთხვევაში, თუ მისი შეკეთება საჭიროებს ლუქის მოხსნას ან იმ შემთხვევაში, თუ ლუქი მექანიკურად დაზიანდა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონული ფორმით აცნობოს საგადასახადო ორგანოს.“.

5. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სსა-ის დაზიანების შემთხვევაში, პირი ვალდებულია ამ დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ოპერაციები და დაზიანების თაობაზე აცნობოს საგადასახადო ორგანოს გონივრულ ვადაში. საგადასახადო ორგანომ უნდა განახორციელოს დაზიანებული სსა-ის ფისკალური მეხსიერებიდან დეტალური ინფორმაციის ამოღება (გარდა GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ისა) შესაძლებლობის შემთხვევაში. პირი სსა-ის დაზიანების აღმოფხვრას უზრუნველყოფს ტექნიკური მომსახურების ცენტრის (შემდგომში – ტმც) მეშვეობით, ხოლო GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ის დაზიანების შემთხვევაში იურიდიული პირის მეშვეობით. თუ ტმც-ის ან იურიდიული პირის პირობები პირისათვის მიუღებელია (მ.შ. მომსახურების ღირებულების თვალსაზრისით), სსა-ის შეკეთება შეიძლება უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მეშვეობით. ამასთან, იმ შემთხვევაში, როცა სსა-ის შეკეთება მოითხოვს მისი რომელიმე მარაგ-ნაწილის გამოცვლას, დაუშვებელია მისი არაიდენტური ნაწილით ჩანაცვლება.“.

6. IV კარის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V კარი:

„კარი V

გარდამავალი დებულებები

თავი XXI

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 84. გარდამავალი დებულებები

1. 2012 წლის 1 თებერვლიდან 2012 წლის 1 აგვისტომდე, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე პირების მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განხორციელდეს GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური ან გარე გადახდისა და მონაცემთა აღრიცხვის ერთიან ტერმინალთან ინტეგრირებული სისტემური საკონტროლო-სალარო აპარატებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება პირებზე, რომლებსაც 2012 წლის 1 თებერვლამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირებული აქვთ განაცხადი GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მოთხოვნით და ამ პირების მიერ 2012 წლის 1 მარტამდე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განხორციელდეს მათზე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატებით.

3. 2012 წლის 1 აგვისტოდან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე პირების მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განახორციელდეს მხოლოდ GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებით.“.

  მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

. გვინდაძე