დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016238 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №16
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“, „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის ან/და გვარის შეცვლის, გარდაცვალების რეგისტრაცია;
ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა;
ბ1) სახელის ან/და გვარის შეცვლა;“;
ბ) „ბ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობებისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობების გაცემა;“;
2. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:
„გ2) სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია;“;
3. მე-2 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.სააგენტოს აფხაზეთის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ „ე1“, „ე2“, „ვ”, „ვ1“ (გარდა „ვ1.ბ“ ქვეპუნქტისა), „ვ2“, „ზ2“, „ზ3“, „ი“-„ი2“, „ი6“, „ი7“ და „კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნისა, ბინადრობის მოწმობის გაცემისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციისა.“;
ბ) 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„42. სააგენტოს ცხინვალის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა „ვ1.ბ“, „ზ“, „ზ1“, „ი3“ და „ი8“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და უცხოელთა რეგისტრაციის/რეგისტრაციიდან მოხსნის, ბინადრობის მოწმობის გაცემის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციისა.”;
გ) 46 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 46. სააგენტოს ახალგორის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ი3“ და „ი8“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციისა).”;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააგენტოს ქ. თბილისის №1 და №3 ქორწინების სახლები, სააგენტოს ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ქორწინების სახლები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებებიდან ახორციელებენ მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციას და ქორწინების რეგისტრაციის მოწმობების/ქორწინების რეგისტრაციის შესახებ ცნობების გაცემას.“;
ე) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერის პირველი ან მეორე ეგზემპლარის საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების განმეორებით გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;“;
ვ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 8. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ცენტრები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ვ1.გ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“ და „ზ3.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;
4. 21 მუხლის პირველი პუნქტის „ დ“ და „ ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გასცენ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა/სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობა, თუ შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია დასტურდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ასევე უზრუნველყონ შესაბამის სამსახურში გამოცხადებული დაინტერესებული პირისათვის მათ მიერ გასაცემი დამზადებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის/ცნობის და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;
ე) მიიღონ განცხადება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობის/სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის განმეორებით, განცხადების წარდგენის დღესვე გაცემის თაობაზე, თუ შესაბამისი სამოქალაქო აქტი ფიქსირდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ასევე ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის განცხადების წარდგენის დღესვე გაცემის თაობაზე და გასცენ შესაბამისი მოწმობა/ცნობა;“;
5. მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ დებულების მე-2 მუხლის 42, 43, 44, 45 და 46 პუნქტებით გათვალისწინებული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ (გარდა სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა), „ბ1“, „გ“, „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდული სამოქმედო ტერიტორიით.“;
ბ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. ამ დებულების მე-2 მუხლის მე-4, 42, 43, 44, 45 და 46 პუნქტებით გათვალისწინებული სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი7“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით. ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადებების მიღებას ახორციელებს ნებისმიერი სამსახური, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი.“;
გ) 35 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„35. სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ტერიტორიული სამსახურები პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის, ბიომეტრიული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის/შეცვლის/გაუქმების/მოქმედების შეჩერების უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით.“;
დ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
6. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები:
„13. სააგენტოს ქ. თბილისის №1 და №3 ქორწინების სახლები, სააგენტოს ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ქორწინების სახლები ქორწინების რეგისტრაციის მოწმობას გასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა ამ ტერიტორიულ სამსახურში.
14. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები პირადი ნომრის გაუქმების უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.
ზ . ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები