საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/290
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016152
  • Word
1-1/290
31/01/2012
ვებგვერდი, 31/01/2012
040030000.22.024.016152
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №11/290

2012 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ ვებპორტალი, 110418035, 20.04.2011.) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში, საქართველოს საზღვაო კოდექსში, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონსა და დარგის მარეგულირებელ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში’’.

2. მესამე მუხლის პირველი პუნქტის ა-ჟ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე გემის მართვის დონეზე პასუხისმგებელი უფროსი სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა:           

მე-7 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს –  600 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 680 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 760 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 800 აშშ დოლარი.

ბ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე გემის ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელი საშუალო სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა:                     

მე-7 სამუშაო დღეს – 280 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 470 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 510 აშშ დოლარი;

იმავე დღეს –  550 აშშ დოლარი.

გ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე მეზღვაურის კომპეტენციის დასადასტურებლად კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 80 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 140 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 160 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 180 აშშ დოლარი;

იმავე დღეს –  190 აშშ დოლარი.

დ) სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გემის მართვის დონეზე პასუხისმგებელი უფროსი სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა:        

მე-7 სამუშაო დღეს – 750 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 1,080 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 1,250 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 1,380 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 1,500 აშშ დოლარი.

ე) სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გემის ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელი საშუალო სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა:    

მე-7 სამუშაო დღეს – 480 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 720 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 830 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე –  920 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 960  აშშ დოლარი.

ვ) სხვა ქვეყნის მოქალაქეზე მეზღვაურის კომპეტენციის დასადასტურებლად ვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემა:                       

მე-7 სამუშაო დღეს – 180 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 260 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 330 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 350 აშშ დოლარი.

ზ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით.

მე-7 სამუშაო დღეს – 10 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 15 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 17 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 20 აშშ დოლარი.

თ) სხვა ქვეყნის მოქალაქეზე კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით:            

მე-7 სამუშაო დღეს – 15 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 20 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 25 აშშ დოლარი;

იმავე დღეს –  30 აშშ დოლარი.

ი) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე სხვა სერტიფიკატების გაცემა:      

მე-7 სამუშაო დღეს – 10 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 17 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 20 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 30 აშშ დოლარი.

კ) სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე სხვა სერტიფიკატების გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 15 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 25 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 30 აშშ დოლარი.

ლ) მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების სერტიფიკატის გაცემა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – 300 აშშ დოლარი.

მ) ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების სერტიფიკატის გაცემა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – 200 აშშ დოლარი.

ნ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა:                    

მე-7 სამუშაო დღეს – 150 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 225 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 255 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 290 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 300 აშშ დოლარი.

ო) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 220 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 330 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 370 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 418 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 440 აშშ დოლარი.

პ) ამ მუხლის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ნ“ და „ო“ პუნქტებით გათვალისწინებული კომპეტენციის სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა :

მე-3 სამუშაო დღეს  – 20 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 50 აშშ დოლარი.

ჟ) გაცემული კვალიფიკაციის/სხვა სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა:

მე-3 სამუშაო დღეს  – 7 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 10 აშშ დოლარი.“.

3. მესამე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჟ¹, ჟ2 და ჟ3 ქვეპუნქტები:

„ჟ1) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე მეზღვაურის წიგნაკის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს – 60 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს  – 100 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 115 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 170 აშშ დოლარი;

იმავე დღეს –  200 აშშ დოლარი.

2) სხვა ქვეყნის მოქალაქეზე მეზღვაურის წიგნაკის გაცემა:                

მე-10 სამუშაო დღეს – 120 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს  – 258 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 294 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 342 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 358 აშშ დოლარი’’.

3) მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის გაცემა – 5 აშშ დოლარი;

4. მესამე მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) 100 ტონის ქვემოთ მცურავი საშუალებების რეგისტრაციის დაჩქარებული მომსახურება:

მე-5 სამუშაო დღეს – 21 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 31 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 39 აშშ დოლარი. ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს).“

5. მესამე მუხლის პირველი პუნქტის ჰ7 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ7) სახომალდო რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემა გემებისათვის, რომელთა საერთო ტევადობა არ აღემატება 100 რეგისტრულ ტონას:

მე-10 სამუშაო დღეს – 30 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 40 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 50 აშშ დოლარი;

24 საათში – 60 აშშ დოლარი.“

6. მესამე მუხლის პირველი პუნქტის ჰ16-ჰ17 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

16) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება:            

სერტიფიკატის გაცემა განაცხადის შეტანიდან მე-40 დღეს – 4,000 აშშ დოლარი;

სერტიფიკატის გაცემა განაცხადის შეტანიდან 30-ე დღეს – 5,000 აშშ დოლარი;

სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს – 1,500 აშშ დოლარი;

სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს – 2,500 აშშ დოლარი;

შეჩერებული სერტიფიკატის მოქმედების განახლება განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს – 2,500 აშშ დოლარი;

შეჩერებული სერტიფიკატის მოქმედების განახლება განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს – 3,500 აშშ დოლარი.

17) „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასწავლო კურსის/პროგრამის აღიარება:                

განცხადების შეტანიდან მე-20 დღეს – 200 აშშ დოლარი;

განცხადების შეტანიდან მე-10 დღეს – 400 აშშ დოლარი;

შეჩერებული აღიარების სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლება განცხადების შეტანიდან მე-20 დღეს – 100   აშშ დოლარი;

შეჩერებული აღიარების სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლება განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს – 150   აშშ დოლარი;

აღიარების სერტიფიკატში ცვლილების შეტანა – 150 აშშ დოლარი.

7. მესამე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ25-27ქვეპუნქტი:

25) სამედიცინო დაწესებულების შერჩევის მომსახურება:

განცხადების წარდგენიდან 45 დღის განმავლობაში – 1500 აშშ დოლარი;

განცხადების წარდგენიდა 30 დღის განმავლობაში – 2000 აშშ დოლარი.

26) შერჩეული სამედიცინო დაწესებულების მონიტორინგის საფასური – წლიურად 3000 აშშ დოლარი (გადახდა უნდა სამედიცინო დაწესებულების შერჩევიდან 60 დღის განმავლობაში და/ან ყოველი კანდრული წლის პირველი 60 დღის განმავლობაში.)’’.

27) სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო გამოცდაზე მეორედ გასვლა 20 აშშ დოლარი. ყოველ მომდევნო გამოცდაზე გასვლის საფასური გაიზრდება 10 აშშ დოლარით.“

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი   ი. მატკავა