დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.151.016079 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 27 იანვარი
დაბა სტეფანწმინდა
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის №52 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 30.12.2011წ., რეგ.კოდი 010250000.35.151.016071 ) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: დანართში ს-3 „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულების შესაბამისად წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მცხეთა-სტეფანწმინდა -ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)მონაკვეთს,ხოლო დანართში „შ-147“-(ინდექსი ა-14) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სნო-ახალციხე-ჯუთის მონაკვეთს“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.მალანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები