დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.156.016084 |
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 27 იანვარი
ქ. დმანისი
,,დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
,,დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილებით (სსმ, 13.07.2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260010.35.156.006205) დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ’’ ქვეპუნქტი:
„ თ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“
მუხლი 2.
დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
,,71. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.’’.
მუხლი 3.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მგელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები