დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 27/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.36.101.016089 |
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №1–2
2012 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე , ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. „ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნ ეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ ” ქვეპუნქტი:
,,თ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 3 000 ლარი კვარტალში ”.
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზეც.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები