დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.127.016053 |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 27 იანვარი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (გერბი და დროშა) და მათი აღწერილობა (დანართი № 1, დანართი № 2), საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2012 წლის 9 იანვრის № 02 (შემ. № 27, 10.01.12) წერილის (თანხმობის) შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
დანართი 1

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
გერბის ფარის ზურმუხტოვან ველს სამ ნაწილად ჰყოფს ვერცხლის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელზეც მოთავსებულია მცირე ფარი – მეწამულ ველზე ოქროს სამკოშკიანი ციხე-სიმაგრე.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი ,,ზესტაფონი’’.
დანართი 2

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
დროშის მწვანე ველს სამ ნაწილად ჰყოფს მარჯვნივ გადაბრუნებული ვერცხლის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი.
დროშის პროპორციაა 2:3
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები