,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივლისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივლისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016100
  • Word
14
27/01/2012
ვებგვერდი, 31/01/2012
010250020.35.162.016100
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივლისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2012 წლის 27 იანვარი

ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივლისის 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის №5663 -რს ორგანული კანონის პირველი მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 28/07/2011, 010250020.35.162.016045) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :

 1. მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში სიტყვები ,,ტერიტორიული ორგანოების“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების“.

 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტში სიტყვები ,,ტერიტორიული ორგანოების“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების“.

 3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები

1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ იღებს საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლის წინადადების საფუძველზე.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო ხელმძღვანელის წინაშე.

4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, გარანტიები, წახალისებისა და პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით.“.

 4. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე  ა. მაილაშვილი