დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.162.016097 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/01/2012 - 24/02/2012)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2012 წლის 27 იანვარი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოსაღები ქონების გადასახადის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის № 10 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 07/04/2011, 200230000.35.162.016034).
მუხლი 3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 2
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტით.
მუხლი 3
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებ ია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0, 2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0, 8 პროცენტი.
მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს:
ა) სოფელ კასრისწყლის ტერიტორიული ორგანოს (შირაქის) ტერიტორიაზე არსებულ საძოვრებზე – 2,25 ლარს;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საძოვრებზე, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საძოვრებისა – 1,5 ლარს;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სათიბებზე – 3,75 ლარს;
დ) სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე - 82 ლარს.
მუხლი 5
ამ დადგენილების მიზნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს:
ა) ქ. ახმეტაში – 0,3;
ბ) მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე – 0,15.
მუხლი 6
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული ტერიტორიული კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე – 0,24 ლარზე) წელიწადში შეადგენს:
ა) ქ. ახმეტაში – 0,072 ლარს;
ბ) მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე – 0,036 ლარს.
მუხლი 7
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 8
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები