დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.162.016094 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2012 წლის 27 იანვარი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 10 ივლისის №24 დადგენილება (210070000.35.162.006410);
ბ) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 17 ნოემბრის №30 დადგენილება (01025005030.35.162.006483).
ბ) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 ოქტომბრის №31 დადგენილება (010250020.35.162.006769).
მუხლი 2.
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები