დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.025.016054 |
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №23
2012 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 (სსმ 18.03.2011 წ., ვებგვერდი 110318015) ბრძანებაში (შემდგომში – ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების 41 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: 41 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც იძულებითი აღსრულება უნდა განხორციელდეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ან/და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ჩადენილია უცხო ქვეყნის მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ.”.
2. ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების:
ა) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ლ1 ქვეპუნქტი:
„ლ1) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
„ლ2) სამონადირეო მეურნეობების სპეციალური ლიცენზიისა და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ, ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დადგენის მიზნით, წარმოდგენილი შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა;”.
ბ) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქ1 და ქ2 ქვეპუნქტები:
„ქ1) შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის, ასევე სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის განხილვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
ქ2) სამონადირეო მეურნეობების სპეციალური ლიცენზიისა და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ, ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დადგენის მიზნით, წარმოდგენილი შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე
(მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი) მ. ვალიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები