„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.025.016054
  • Word
23
27/01/2012
ვებგვერდი, 31/01/2012
040030000.22.025.016054
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №23

2012 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 (სსმ 18.03.2011 წ., ვებგვერდი 110318015) ბრძანებაში (შემდგომში – ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების  41 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: 41 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც იძულებითი აღსრულება უნდა განხორციელდეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე  ან/და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ჩადენილია უცხო ქვეყნის მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ.”.

2. ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების:

ა) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ლ1 ქვეპუნქტი:

„ლ1) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

„ლ2)  სამონადირეო მეურნეობების სპეციალური ლიცენზიისა და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ, ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დადგენის მიზნით, წარმოდგენილი შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა;”.

ბ) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის ქ1 და ქ2 ქვეპუნქტები:

„ქ1) შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის, ასევე სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის განხილვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

ქ2) სამონადირეო მეურნეობების სპეციალური ლიცენზიისა და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ, ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დადგენის მიზნით, წარმოდგენილი შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე

(მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი)                       მ. ვალიშვილი