„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016092
  • Word
12
23/01/2012
ვებგვერდი, 30/01/2012
100020020.22.038.016092
„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №12

2012 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებებში (სსმ ვებპორტალი, 110531017, 03/06/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დაწესებულებაში ბრალდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა. აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, დაწესებულების დირექტორის წარდგინების საფუძველზე. “;

ბ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.დ) ახლო ნათესავებთან შეხვედრით (ხანმოკლე პაემნით 1-დან 2 საათამდე ვადით), დამცველთან, საკონსულოს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით;“.

გ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბრალდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები (გარდა ამავე დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დადგენილი წესითა და დაწესებულების ადმინისტრაციის კონტროლით, აგრეთვე უფლება აქვს, წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები ზეპირად ან წერილობით. “;

დ) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 66. დისციპლინური სახდელის სახეები

1. დისციპლინური სახდელის სახეებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;

ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 20 დღემდე ვადით;

თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

კ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ.“.

2. ორსული ქალების, მცირეწლოვანი ბავშვების დედებისა და 65 წელს გადაცილებული ბრალდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტით „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.

3. საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში გადაყვანის ან სამარტოო საკანში მოთავსების არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ არ გამოიყენება.

„შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი.“.

ე) პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების 69-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.“.

ვ) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა. აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დაწესებულების დირექტორის წარდგინების საფუძველზე. “.

ზ) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დახურული ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საკნებში, სადაც მათი ან სხვა პირთა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა. აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დაწესებულების დირექტორის წარდგინების საფუძველზე. “.

თ) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.გ) პაემნის უფლებით (ხანმოკლე 1-დან 2 საათამდე ვადით, ხანგრძლივი, ვიდეოპაემანი), დამცველთან, საკონსულოს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით;“.

ი) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების 36-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით თვეში 1 დამატებითი სატელეფონო საუბარი − არა უმეტეს 15 წუთისა.

5. დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 2 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − თვეში 1 დამატებითი სატელეფონო საუბარი − არა უმეტეს 15 წუთისა.“.

კ) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების 50-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.

4. დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.“

ლ) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების 73-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) დამატებითი სატელეფონო საუბარი;

თ) დამატებითი ვიდეოპაემანი.“.

მ) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების 74-ე მუხლის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დამატებითი სატელეფონო საუბარი;

თ) წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი. (უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის მიმართ);“.

ნ) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების 74-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) დამატებითი ვიდეოპაემანი.“.

ო) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების 77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 77. დისციპლინური სახდელის სახეები

1. დისციპლინური სახდელის სახეებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;

ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 20 დღემდე ვადით;

თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

კ)თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ.“.

2. ორსული ქალების, მცირეწლოვანი ბავშვების დედებისა და 65 წელს გადაცილებული მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.

3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელი.

შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი.“.

პ) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების მე- 80 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.“.

ჟ) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების 86-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება“;

რ) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების 86-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა პატიმრობის კოდექსით ან ამ დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია დაეკისროს ადმინისტრაციული პატიმრობა არა უმეტეს 60 დღე-ღამის ვადით.“.

ს) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების 89-ე მუხლის მე-7 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.

8. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 4 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − თვეში 1 დამატებითი სატელეფონო საუბარი − არა უმეტეს 15 წუთისა.

9. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.“;

ტ) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების 89-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჰქონდეს 1 ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი ვიდეოპაემანი.“.

უ) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების 93-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;

ბ) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;

ე) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − თვეში 1 დამატებითი სატელეფონო საუბარი − არა უმეტეს 15 წუთისა;“.

ფ) მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების 93-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჰქონდეს 1 ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი ვიდეოპაემანი.“.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ. კალმახელიძე