საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 28/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016018
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
14
27/01/2012
ვებგვერდი, 27/01/2012
010170000.22.029.016018
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/01/2012 - 26/02/2013)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №14

201 2 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის 34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება განხორციელდეს ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ხელშეკრულების პირობებში დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები ერთ დევნილზე და ლტოლვილზე თვეში განისაზღვროს ქალაქ თბილისში არა უმეტეს 10.2 ლარით, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში − არა უმეტეს 5 ლარის ოდენობით, საიდანაც:

ა) დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის ხარჯი განისაზღვროს 2 ლარის ოდენობით;

ბ) დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების საყოფაცხოვრებო კომუნალური მომსახურების ხარჯის ოდენობა განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დადგენილი ტარიფის (მოსაკრებლის) ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს:

ბ.ა) ქალაქ თბილისში მოხმარებ ლი წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარება- გაწმენდის მომსახურებისათვის – 3.15 ლარისა (მათ შორის, მოხმარებული წყლის მიწოდების მომსახურებისათვის – 2.67 ლარი და კანალიზირებულ ან არაკანალიზირებულ ობიექტებში, შესაბამისად, კანალიზაციის ან ასენიზაციის ხარჯი – 0.48 ლარი), ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში 2.50 ლარისა (მათ შორის, მოხმარებული წყლის მიწოდების მომსახურებისათვის – 2.00 ლარი და კანალიზირებულ ან არაკანალიზირებულ ობიექტებში, შესაბამისად, კანალიზაციის ან ასენიზაციის ხარჯი – 0.50 ლარი);

ბ.ბ) ნარჩენის გატანისათვის – ქალაქ თბილისში 5.0, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში 0.45 ლარისა;

ბ.გ) დეზინფექცია-დერატიზაციისათვის – 0.05 ლარისა.

3. დამტკიცდეს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაციის შემდეგი ნუსხა:

ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ორგანიზებულად განსახლების ობიექტის შესაბამისი იურიდიული პირის ბალანსზე არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ობიექტების ადმინისტრაციებისათვის), ხოლო იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტი მესაკუთრისაგან გადაცემული აქვთ სარგებლობის უფლებით, დამატებით, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი (თუ პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას) ან გადამხდელის მოწმობა;

გ) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება შესაბამისი საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ტარიფების დაწესების შესახებ (დეზინფექცია-დერატიზაციისათვის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ხარჯთაღრიცხვა);

ე) ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოდან იმ ორგანიზებულად განსახლების ობიექტის (ობიექტების) შესახებ, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს;

ვ) ამ ბრძანების მე- 3 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება სახელმწიფოს 100%- იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე;

ზ) ორგანიზებულად განსახლების ობიექტების (ობიექტის) ნუსხა, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს (ობიექტების ადმინისტრაციებისათვის, სახელმწიფოს 100%- იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის);

თ) ხელშეკრულების ხელმ წერაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.

4. მომსახურების ხარჯი, რომელიც წარმოადგენს მოსაკრებელს, ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

5. ამ ბრძანების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების გადარიცხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ხორციელდება თვითმმართველობის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების წარმოდგენის შემდგომ.

6. დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

7. ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა 2012 წლის 1 დეკემბერი.

8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულ დ განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №18 ბრძანება.

9. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

მინისტრის მოადგილე                           გ . გამსახურდია