საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1096
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 30/10/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.988
  • Word
1096
12/10/2001
სსმ, 30, 30/10/2001
200.000.000.05.001.000.988
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) 273-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2003 წლის 1 ოქტომბრამდე ელექტროენერგიის იმპორტი გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადისაგან, ხოლო ელექტროენერგიის გადაცემა, დისპეტჩერიზაცია, წარმოება და მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისთვის მიწოდებისა (მათ შორის, სხვა მომხმარებლებისთვის შემდგომი მიწოდების მიზნით), დაიბეგროს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით. 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2003 წლის 1 ოქტომბრამდე ელექტროენერგეტიკის იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგიის განაწილებას, საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების მოცულობა განისაზღვროს მათი ფაქტობრივად ანაზღაურებული ღირებულების შესაბამისად, ამასთან, დღგ-ის ჩათვლა მოხდეს მათი ღირებულების ფაქტობრივად ანაზღაურების მიხედვით. აღნიშნული წესი 2003 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ კვლავ გავრცელდეს 2000 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დებიტორულ დავალიანებებზე და 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2003 წლის 1 ოქტომბრამდე ელექტროენერგეტიკის საწარმოების მიერ მიწოდებულ ელექტროენერგიაზე. ელექტროენერგეტიკის იმ საწარმოების საგადასახადო ვალდებულება, რომლებზედაც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გასცა ლიცენზია ელექტროენერგეტიკულ საქმიანობაზე, შეიძლება შესრულდეს მესამე პირის – გადასახადის არაუშუალო გადამხდელის (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მოვალეების) მიერ, საგადასახადო ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე. ელექტროენერგეტიკის იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდებას, ამ კოდექსის 223-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაკლისი არ განიხილება საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 12 ოქტომბერი.

1096Iს