დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის N837 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №63
2012 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
„შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის №837 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის №837 განკარგულების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაგრძელდეს 2012 წლის 1 მარტამდე.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის №837 განკარგულების ყველა სხვა პუნქტი დარჩეს უცვლელი.
3. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები