დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390130000.10.003.016698 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №25
2012 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, მუხლი 221) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. დამტკიცდეს №1 და №2 დანართები თანდართული რედაქციით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).“;
ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ნებართვის გაცემა ხდება შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ შემთხვევაში, ნებართვის აღება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ პორტალში.“;
გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. შესაძლებელია ნებართვის გამცემმა ორგანოებმა და სამეცნიერო ორგანომ დოკუმენტაციის ურთიერთგაცვლა განახორციელონ ერთიან ელექტრონულ ბაზაში.“;
დ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნებართვა გაიცემა ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ასლი რჩება გამცემ ორგანოში, ხოლო ორიგინალი და ორი ასლი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე (პორტალზე) წარსადგენად, სადაც ექსპორტისას/რეექსპორტისას ხორციელდება ნებართვის დამოწმება პორტალის ოფიცრის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით. დამოწმებული ნებართვის ორიგინალი და ასლი წარედგინება იმპორტიორი ქვეყნის საბაჟოს.“.
მუხლი 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი ნებართვის ფორმები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი ნებართვის ფორმების დამზადებამდე.
მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 2 მაისის №15 ბრძანება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის ფორმის დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
„დანართი


AFTER USE THIS DOCUMENT SHOULD BE RETURNED TO A MANAGEMENT AUTHORITY OF THE IMPORTING COUNTRY
გამოყენების შემდეგ ეს დოკუმენტი უნდა დაუბრუნდეს იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოს
დანართი №2


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები