დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.32.061.016018 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №1
2012 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
,,აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №1, 17.01.2007წ., მუხლი 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ’’.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემდეგი წარმომადგენლობები:
ა) აღმოსავლეთ საქართველოში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა;
ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა;
გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.’’.
მუხლი 2. წინამდებარე დადგენილების საფუძველზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების სახელწოდებების შეცვლასთან დაკავშირებით ამ დადგენილების ამოქმედებიდან:
ა) 15 დღის ვადაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების გატარება;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანისას გაითვალისწინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შესაბამისი სახელწოდებები.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები