„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016697
  • Word
24
24/01/2012
ვებგვერდი, 26/01/2012
010240030.10.003.016697
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 24

2012 წლის 24 იანვარი

. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათ­ლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგე­ნილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 460) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკი­ცებული დებულე­ბის:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შე­მდეგი რედაქციით:

„შ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, თანამ­დე­­ბო­­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულე­ბის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“, „გ.ე“, „გ.ზ“ და „გ.თ“ ქვე­პუნ­ქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დირექტორებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამ­დე­ბობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულე­ბის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“, „გ.მ“, ,,გ.ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და „გ.კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს;“.

2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ნ“ ქვეპუნქტი:

„გ.ნ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური